20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ბედნიერი პერიოდი დაგიდგათ - წარმატება ყველა თქვენს საქმეს თან სდევს. წინ საინტერესო მოგზაურობა გელოდებათ, რომელიც ამავე დროს, მომგებიანიც იქნება. მომავალი საქმიანი თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდება. თუმცა, სასურველია, პერიოდულად კარდინალური გადაწყვეტილებები მიიღოთ.


კურო
ამ დღეს ახალ სულიერ მდგომარეობაში გადახვალთ - მოსალოდნელია ცვლილებები. ქცევის კონკრეტული ხაზის არჩევა გაგიჭირდებათ, რომელიც მოვლენების ნეგატიურად განვითარებისგან დაგიცავთ. რთული საკითხები კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოიჩინეთ სიფრთხილე. ვარსკვლავები გირჩევენ, ხელი პულსიდან არ აუშვათ.


ტყუპები
ეს დღე განახლებასთან, გასუფთავებასთან და მზის სხივებთან ასოცირდება. მოკლე მანძილზე მოგზაურობა წარმატებული იქნება. ბუნებაში დასვენება ძალებს შეგმატებთ. იბრძოლეთ ამ მიზნისთვის, ჩაიფიქრეთ რაიმე ახალი ან ახლებურად - სულ მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა.


კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია მათთვის, ვისი საქმიანობაც კვლევას, სწავლასა და აღმოჩენებს უკავშირდება. თქვენს მოსაზრებებს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობა სიხარულით შეხვდება. დაანახეთ გარშემომყოფებს ყველაფერი, რის გაკეთებაც შეგიძლიათ.


ლომი
ეს დღე ცვლილებების, განახლების, ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოა. საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებებს ნამდვილად შეიტანთ. ახალი წამოწყებებისა და რეფორმებისთვის ეს პერიოდი შესანიშნავია. თუკი სპონსორს ეძებთ, გახსოვდეთ, რომ შესაძლოა, თაღლით ადამიანს გადაეყაროთ, რომელიც თავს სპონსორად გაასაღებს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაარღვიოთ კანონი და მოერიდოთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას.


ქალწული
თქვენს სახლში წარმოუდგენელი სიმშვიდე და თბილი ატმოსფერო დაისადგურებს. თბილი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, ნუ მოერიდებით ერთმანეთის მისამართით კომპლიმენტების გამოთქმას. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და იზრუნეთ საჩუქრებზეც.


სასწორი
თქვენი აქტიურობა აუცილებლად მიიქცევს ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ყურადღებას. თუკი დაქვემდებარებული თანამშრომელი ხართ, წინ დიდი წარმატება გელოდებათ. არ დატოვოთ უყურადღებოდ შემოთავაზება, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ რამე ახალი ისწავლოთ.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია იმ მორიელებისთვის, რომელთა საქმიანობა შემოქმედებას უკავშირდება. ვარსკვლავები არ გირჩევენ სითბოს ძიებას. თქვენი აქტივობის გამოვლენის ვარიანტი ინდივიდუალური ქმედებაა და არა შოუბიზნესი.


მშვილდოსანი
ამ დღეს სულიერი განვითარების შესაძლებლობა მოგეცემათ. ასევე, შეძლებთ, წარსული გამოცდილება პრაქტიკაში გამოიყენოთ. შეგიძლიათ, ახალი საქმიანობაც წამოიწყოთ. დაუჯერეთ საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებს, მტკიცედ განაგრძეთ თქვენი იდეების განხორციელება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მიზნები ძნელად მისაღწევად გეჩვენებათ.


თხის რქა
ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ვერავინ დაგეხმარებათ. იარეთ წინ, უნდა შეძლოთ ლავირება, რათა არ წაბორძიკდეთ. თუკი ამ დავალებას გაუმკლავდებით, ბევრს მიაღწევთ.


მერწყული
ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეს იქნება. მნიშვნელოვან შენაძენს გააკეთებთ ან ძვირფას საჩუქარს მიიღებთ. მერე რა, თუკი თავისუფალი დრო ძალიან ცოტა დაგრჩებათ დასვენებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. სამაგიეროდ, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, არასდროს გავიწყდებათ გზად ოჯახის წევრებისთვის, ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთებისა და პროდუქტების შეძენა.


თევზები
ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება შეხვედრებისა და ნათესავ-მეგობრებთან ურთიერთობისთვის, რომლებიც შეგიძლიათ, სტუმრად მოიწვიოთ და სხვადასხვა გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდეთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ მაქსიმალურად მომთმენი იყოთ ადამიანების ნალოვანებების მიმართ.  

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?