24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

23 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დიდებული დღე გელოდებათ. ენერგიის გაკონტროლება გაგიჭირდებათ. მოიწყვეთ ხალისიანი დღე. თუკი ამ დღეს დაქორწინებას გადაწყვეტთ, ეს კავშირი ხანგრძლივი და ძლიერი აღმოჩნდება.


კურო
ამ დღეს თქვენი სასიყვარულო კავშირები, რომანები და განშორებაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ამ თემებზე ისაუბრებენ თქვენი გარშემომყოფები, თუმცა, ჭორები ზიანს არ მოგაყენებთ. რა გაეწყობა, როგორც ცნობილია, სხვის საუბარს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. უბრალოდ, ხშირად გაიხსენეთ ბრძნული გამონათქვამი: რადგან ჩემზე საუბრობენ, ე.ი. ცოცხალი ვარ!


ტყუპები
ეს დღე გამარჯვებასთან ასოცირდება. ასაკოვანი ტყუპები ასაკთან შეგუებას არ ისურვებენ. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა ამ დღეს თქვენგან შორს იქნება. შესაძლოა, თავად მიაღწიოთ ყველაფერს, მაგრამ უნდა გაიგოთ, რომ თქვენი წარმატება ჯერ ახლა იწყება და გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.


კირჩხიბი
ამ დღეებში არ გამოირიცხება ტრავმები. რისკის ზონაში აღმოჩნდებიან სპორტსმენები და მძღოლები. გამოიჩინეთ სიფრთხილე მანქანის მართვის დროს და უარი თქვით ექსტრემალური სპორტის სახეობაზე.


ლომი
გარშემომყოფებთან საერთო ენას ძალიან მარტივად გამონახავთ. მუდო კოლეგებსაც აალაპარაკებთ და სრულიად არაორგანიზებულ ოჯახის წევრებსაც. შეეცადეთ, გაესაუბროთ პარტნიორს ინვესტიციების ან მოგების გადანაწილების საკითხზე. დაპირისპირებულ მხარესთან შესარიგებლად და მასთან საერთო ენის გამოსანახად კარგი იქნება სამსახურში გასართობი წვეულების გამართვა.


ქალწული
თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ოჯახური მდგომარეობა. შეეცდებით, სახლში წესრიგი დაამყაროთ. არ გამოირიცხება, ოჯახის ახალი წევრები გამოგიჩნდეთ (სიძე, რძალი, შვილიშვილი). იყავით ყურადღებით ოჯახის წევრების მიმართ და იზრუნეთ ახლობელ ადამიანებზე. დაეხმარეთ მათ მორალურადაც.


სასწორი
გარშემომყოფების გავლენა, მცდარი რჩევები ან სიტუაციის მცდარი შეფასება თქვენს შეხვედრებსა და კონტაქტებზე ნეგატიურად აისახება. ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას მეორეხარისხოვან დეტალებს.


მორიელი
თქვენი მაგიური ხიბლი კიდევ უფრო გაძლიერდება. ცხოვრებისა და სიყვარულისგან სიამოვნებას მიიღებთ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრების თანამგზავრს შეხვდეთ და არ გამოირიცხება, ეს შეხვედრა საქმიან გარემოში შედგეს. შეეცადეთ, გრძნობები შეიკავოთ და ბანალური არ გახდეთ.


მშვილდოსანი
პარტნიორებთან და შეყვარებულებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. თქვენი სიმკაცრე და სიძლიერის გამოვლენა გარშემომყოფებს გააღიზიანებთ. ხელმძღვანელთან ჩხუბის მიზეზიც შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, მომავალზე დაფიქრდეთ: ყურადღება მიაქციეთ ახლობელ ადამიანებსა და მეგობრებს, სიჯიუტე კი დაივიწყეთ. ეს აუცილებლად შეგიშლით ხელს ურთიერთობებში.


თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია შეხვედრებისთვის, საქმიანი კონფერენციებისთვის, სამეცნიერო სიმპოზიუმებისთვის და საინტერესო მოგზაურობისთვის, თუმცა, ვარსკვლავები არ გირჩევენ სახლიდან ძალიან შორს წასვლას. იმოგზაურეთ მშობლიურ მხარეში - შთაბეჭდილება არანაკლები იქნება. განმარტოების საათებში სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ.


მერწყული
ეს დღე პარტნიორული, ცოლქმრული და საოჯახო ურთიერთობებისთვის იდეალური იქნება. ცხოვრების ამ ასპექტებს უპირველესი დანიშნულება ექნება თქვენთვის. პარტნიორის არჩევას ძალიან გულდასმით შეუდგებით. თქვენი რჩეული უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ყველა მიმართულებით სრულყოფილი იქნება (განათლებული, ლამაზი, გემოვნებიანი და ბრწყინვალე მანერებით), ასევე, სასურველია, იყოს კარგი ოჯახიდან და საზოგადოებაში გარკვეული ადგილი ეკავოს.


თევზები
კანონთან მიმართებაში შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. სირთულეები გელოდებათ მოლაპარაკებებისა და ვალდებულებების შესრულების დროს. ვარსკვლავები სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გამგზავრებას და უცხოელებთან თანამშრომლობას ამ დღეს არ გირჩევენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?