1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

30 აპრილი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები პირველი მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვარსკვლავები საუკეთესო დღეს ვერ გპირდებიან. ეს იქნება თქვენთვის რთული, მაგრამ მაინც იმედიანი მდგომარეობა. ზედმეტი მწუხარების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, განმარტოვდეთ და ბუნებაში დაისვენოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ განმარტოება არ გულისხმობს სრულ იზოლაციას გარშემომყოფებისგან. კარგი იქნება, თუკი მას პერიოდულად მიმართავთ, რადგან ხვალინდელი დღე შესანიშნავია მეგობრული ურთიერთობებისთვის, ძველი კონტაქტების აღსადგენად. გარდა ამისა, არჩევანი და მეგობრების დახმარება ძალიან გამოგადგებათ.


კურო
ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა გაგიმარტივდებათ. მათი წარმატებები ძალიან გაგახარებთ. განსაკუთრებით კარგად აეწყობა თქვენი ურთიერთობა თქვენს შვილებთან: ისინი სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ სწავლაში და მათი ქმედებებით იამაყებთ. თუკი მტრები და არაკეთილისმსურველები გყავთ, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გიშლიან, შეგიძლიათ, დამშვიდდეთ - უახლოეს პერიოდში ისინი ზიანს ვერ მოგაყენებენ.


ტყუპები
ამ დღეს საოცრად მომხიბვლელი და კონტაქტური იქნებით. შეძლებთ, დატკბეთ საკუთარი ოჯახური და საზოგადო ცხოვრებით. თავისუფალი დრო კი თქვენთვის საინტერესო საქმიანობას მიუძღვნათ. წარმატება ელოდება მათ, ვისაც საკუთარი შესანიშნავი ოცნებების სჯერა, მაგრამ თუკი ნაცნობებს არ შეაწუხებთ, შესაძლოა, რეპუტაცია შეგელახოთ.


კირჩხიბი
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ორგანიზმს. დღის მეორე ნახევარში თავს ოდნავ სუსტად იგრძნობთ. დაუთმეთ ეს დღე დასვენებას და სიმშვიდეში ყოფნას. მიმართეთ მცენარეულ აბაზანებს, მასაჟს ან მედიტაციას.


ლომი
ამ დღეს მოვლენების გაკონტროლებას ვერ შეძლებთ, ამიტომ, უმჯობესია რაიმე უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობით დაკავდეთ. ეს დღე შესანიშნავია საოჯახო გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ საღამოს არ გამოირიცხება სირთულეები ურთიერთობებში ან ტექნიკის გატეხა. თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ ან არ გსურთ, მიიღოთ ის, რაც დაგეგმეთ, მიენდეთ ინტუიციას და გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ.


ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს ეგოისტური განწყობა შეგექმნეთ, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირად შეეცდებით, ადამიანები თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. ამ დროს, ენერგეტიკული და მატერიალური  მოვალე გახდებით. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, კიდევ გიღირთ იყოთ ეგოისტი?


სასწორი
მოულოდნელად გაგებული ინფორმაციის გამო, დაგეგმილი საქმეების გადახედვა მოგიწევთ. საკუთარი სისუსტეების გამოჩენა უსიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ. ნუ წამოედებით მაცდურ წინადადებებს, მოერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას და სარისკო გადაწყვეტილებებს. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი თავი გააკონტროლოთ.


მორიელი
პრობლემებთან გამკლავების რეალური შანსი მოგეცემათ, თუმცა, ამ გზის გავლა რთულად მოგიწევთ. ურთიერთგაგების, შეთანხმებისა და ახალი სტრატეგიის მიღებით უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. 


მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენში სამართლიანობა, პატიოსნება, გულწრფელობა და ინტელექტუალური საქმიანობისკენ სწრაფვა შეინიშნება. თქვენი ყველაზე დიდი მტერი, შესაძლოა, თქვენი ენა აღმოჩნდეს, რადგან დაუფიქრებელი და პირდაპირი საუბარი წამში გააფუჭებს იმას, რის მისაღწევადაც თვეები დაგჭირდათ.


თხის რქა
სიტუაციის რეალურად აღქმა გაგიჭირდებათ. სხვებზე უპირატესობა, საკუთარი გარეგნობით გატაცება, იდეოლოგიური გამოსვლები და დემონსტრაციები - ეს ყველაფერი თქვენი ილუზიაა. მაღალი სტანდარტები ცუდი არ არის, მაგრამ თქვენი წარმოუდგენელი სწრაფვა სრულყოფილებისკენ ძვირად დაგიჯდებათ. თქვენი ამბიციების გამო ბევრ ენერგიას დაკარგავთ.


მერწყული
არ გამოირიცხება, ორ სახლში ერთდროულად მოგიწიოთ ცხოვრება. შესაბამისად, საზრუნავი და საქმეც მოგემატებათ. თქვენი გეგმები სახლის კომფორტთან დაკავშირებით შესაძლოა, რეალობას არ დაემთხვეს. დაკავდით საქმეებით და სანამ ერთ საკითხზე მუშაობას არ მორჩებით, მეორეზე ნუ გადახვალთ. შეგიძლიათ, წინასწარ დაგეგმოთ მომდევნო დღე.


თევზები
ვარსკვლავების ნეგატიური გავლენა თქვენზე ცუდად იმოქმედებს. შესაძლოა, მშობლებთან განშორება მოგიწიოთ ან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ინერვიულოთ. კაცებთან, კოლეგებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რელაქსაციას მიმართოთ. დაძაბულობის მოხსნაში თბილი აბაზანები დაგეხმარებათ.

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?