4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 მაისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღის დასაწყისი საკმაოდ კონფლიქტური იქნება, გაღიზიანების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, მაგრამ დროულად თუ გამოიჩენთ გონიერებას და მომავალზე დაფიქრდებით, უსიამოვნო სიტუაციების შემსუბუქებას მაინც შეძლებთ. სცადეთ, ისარგებლოთ საკუთარი შარმით, გაიხსენეთ ძველი კონტაქტები და იზრუნეთ ახალი კონტაქტების შექმნაზეც, რაც საიმედო იქნება და გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიწყობთ. 


კურო
ახლობლები, მეგობრები, კოლეგები - ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან, ნებისმიერ თემაზე დახმარებისთვის მოგმართონ, იქნება ეს მორალური თუ საქმიანი მხარდაჭერა, როგორც კი აღმოაჩენენ, რომ ავად ხართ ან უბრალოდ, არ ხართ ფორმაში, შეშინდებიან და თქვენთან დახმარების თხოვნით მოსვლას გადაიფიქრებენ, მაგრამ გაათვითცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მათთვის და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყურადღება და მზრუნველობა არ მოგაკლონ. ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა - ისწავლოთ დახმარების მიღება.


ტყუპები
ამ დღეს სპონტანურობით გამოირჩევით. სწრაფი შედეგის მიღების მოლოდინში, შესაძლოა, მთავარისადმი ინტერესი დაკარგოთ და თქვენი ყურადღება წვრილმანებზე გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახურ ცხოვრებას მიანიჭოთ უპირატესობა. გახსოვდეთ, რომ შეყვარებულთან და პარტნიორთან ერთნაირი მოთხოვნები ვერ გექნებათ. თუკი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილო იქნებით, იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა შეგიძლიათ.


კირჩხიბი
ფულადი შემოსავალი გაგეზრდებათ, თუმცა, მიღებული თანხის უმეტესობას მიმდინარე ხარჯებს მოახმართ. თანაც მზად იყავით იმისთვის, რომ ძველი კრედიტორები შეგახსენებენ თავს. ვარსკვლავები არ გირჩევენ მეგობრებთან ერთად რესტორანში ან სამოგზაუროდ წასვლას.


ლომი
ამ დღეს საკუთარი ინტელექტისა და ნიჭის მაქსიმუმს გამოავლენთ მიზნის მისაღწევად. მუშაობის პროცესში თანამოაზრეებს შემოიკრებთ. გადახედეთ იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც მატერიალურად არ გაწყობთ. შესაძლოა, საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავდეთ ან ოჯახური პრობლემები გადაწყვიტოთ.


ქალწული
დღის უმეტეს ნაწილს ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას დაუთმობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დევიზად აირჩიოთ „აქ და ახლა“. ამგვარი პოზიცია გაწონასწორებასა და უშეცდომო ქმედებაში დაგეხმარებათ. გაიხარეთ მრავალფეროვანი ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინებით და დააფასეთ ის, რაც გაქვთ. 


სასწორი
შესაძლოა, დისპეფსიური პრობლემა შეგექმნათ, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ემოციური აფეთქება და ნერვიულობა, ისე ცხარე და ნოყიერი კერძის გადაჭარბებული მიღება. მოერიდეთ ელიტურ წვეულებებში მონაწილეობას და საზოგადოებრივ ცხოვრებას.


მორიელი
სწავლისადმი ინტერესი საკმაოდ დაიწევს. გამოავლენთ გაღიზიანებას, შფოთვასა და უკონტროლობას. არ ღირს განათლების მიღებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხების დაგეგმვა. ამ დღეს სიტუაცია შესაძლოა, განსაკუთრებით გაურთულდეთ მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებს. 


მშვილდოსანი
ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. შედარებით ეფექტური იქნება საპირისპირო სქესის მქონე პარტნიორებთან კონტაქტი. ვარსკვლავები არ გირჩევენ საქმეების ძალიან გადადებას. პირიქით, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად მოემზადოთ, რომელიც უახლოეს დღეებში გამოგიჩნდებათ. 


თხის რქა
სამწუხაროდ, პროცესები შენელდება. გაგიჭირდებათ ფაქტების დამახსოვრება, თუმცა, რასაც დაიმახსოვრებთ - სამუდამოდ. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ შესაძლოა, განათლება ამ დღეს პრიორიტეტად დაისახოთ და ყველაფერი გააკეთოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ეს პირველი გაკვეთილია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითავისოთ.


მერწყული
თუკი საკუთარი ჯანმრთელობის ობიექტურად შეფასებისკენ და მაქსიმალურად სწორი დიაგნოსტირებისკენ ისწრაფვით, ეს დღე ამ მიზნებისთვის იდეალურია. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროთ.


თევზები
კოლეგებთან და დაქირავებულ თანამშრომლებთან ურთიერთობა ამ დღეს გაგიჭირდებათ. არ გამოირიცხება კამათი და კონფლიქტები. ვარსკვლავები გირჩევენ, გაგებით მოეკიდოთ გარშემომყოფების მოსაზრებებს. კონცენტრირდით სამუშაო მოვალეობებზე და არ დაკარგოთ დრო უაზრო საუბარში. 

თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები კარანტინში

როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს და როგორი ემოციები აქვს თითოეულ ნიშანს კარანტინის დროს?
ურთიერთობა

პრეზერვატივების უკმარისობა და კორონავირუსული ეროტიკა: როგორ იმოქმედა ეპიდემიამ სექსზე

სამყარო თავდაყირა დადგა, ეპიდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის, სექსსაც. რა შეიცვალა და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კოვიდინფექციის შედეგებმა?
დღის ჰოროსკოპი

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს.  
საკნატუნო ამბები

ცნობილები თვითიზოლაციაში

რა საერთო გვაქვს დღეს ჩვენ და სელებრითებს?
ჩვენ გვერდით

„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავერთოთ სახლში იზოლაციის დროს

ყველას გვენატრება გარეთ გასვლა, ისეთი უმნიშვნელო და სასიამოვნო აქტივობები, როგორიცაა, მაგალითად, სეირნობა, პიკნიკი, პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და ა.შ.  
დღის ჰოროსკოპი

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

როგორ ხმას გამოსცემს კორონავირუსი - ამერიკელმა ბიოლოგებმა SARS-CoV-2-ის მოძრაობა გაახმოვანეს (აუდიო)

მკვლევართა ჯგუფმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან მარკუს ბიულერის ხელმძღვანელობით, ექსპერიმენტის შედეგად მიიღო კომპოზიცია, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია...
საკნატუნო ამბები

ინტერნეტხუმრობები კორონავირუსზე - იუმორი კარანტინიდან

კორონავირუსზე ხუმრობების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში გრძელდება და, როგორც ჩანს, კარანტინის დასრულებამდე არც ინტერნეტმომხმარებლები აპირებენ ამის დასრულებას.
ამბები

 „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დღის ჰოროსკოპი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?