11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ივლისი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ცვალებადი განწყობა გექნებათ. საკუთარი თავისა და სურვილების გაგება თავად გაგიჭირდებათ. ნუ დაიწყებთ ურთიერთობების გარკვევას. თქვენ სიმშვიდე, დასვენება და სიტუაციების სხვა თვალით დანახვა გინდათ. ამგვარად, ბევრი რამ, რაც გაღელვებდათ, უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ.


კურო
დიდი კომპანიის ყურადღების ცენტრში მოინდომებთ აღმოჩენას. შესაძლოა, ამ დღეს ბავშვობის სიყვარული გაიხსენოთ. დაურეკეთ სკოლის ან სტუდენტობის მეგობრებს და შესთავაზეთ მათ ქალაქგარეთ გასვლა. 


ტყუპები
დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა, იმდენი სტუმარი გეწვიოთ, რომ სიხარული დაღლილობაში გადაგივიდეთ. დაიმშვიდეთ თავი იმით, რომ სტუმრებთან ურთიერთობა ოჯახურ კავშირსა და სასიხარულო ღირებულებებს კიდევ უფრო გაგიმყარებთ. 


კირჩხიბი
არ გამოირიცხება, რომ საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. საპირისპირო სქესის მქონე ადამიანისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ, რაც სრულ ბედნიერებას მოგანიჭებთ. შეიყვარეთ, რადგან ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ თქვენთვის ეს აუცილებელია. 


ლომი
ხარჯებს ვერსად გაექცევით, თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ამ ეტაპზე თქვენი შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე ელოდებოდით. ძვირად ღირებული ნივთების შეძენა არ ღირს. შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ მატერიალური პრობლემები, თუკი ეს სოლიდურ თანხებს არ უკავშირდება. მიიღეთ დამატებითი ცოდნა და დაიტვირთეთ ენერგიით.


ქალწული
ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდ და კომფორტულ გარემოში მოგიწევთ ყოფნა. ისარგებლეთ ამ შანსით და დაამყარეთ ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობები, რაც საბოლოოდ, ისევ თქვენ მოგიტანთ სარგებელს.  


სასწორი
ბედისწერა მოულოდნელ და ნაკლებად სასიამოვნო სიტუაციებს გამოგიგზავნით. მაღალი ცხოვრებისეული პოტენციალი გაიძულებთ მაქსიმალურად იაქტიუროთ, ბევრი იშრომოთ, თუმცა, დოკუმენტებზე მუშაობა სასურველ რეზულტატს ვერ მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ ყურადღება მუშაობის დროს.


მორიელი
ყველანაირი შანსი გაქვთ იმისთვის, რომ მეუღლესთან ურთიერთობა უფრო სანდო და გულწრფელი გახადოთ. თქვენ შორის სულიერი კავშირი შედგება, რომელიც ძალიან გაძლიერდება, თუკი ერთმანეთთან ხშირად ისაუბრებთ. რთულ სიტუაციებში სთხოვეთ დახმარება მეუღლეს. გქონდეთ ერთმანეთის იმედი.


მშვილდოსანი
მოგზაურობის დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, აშკარად გჭირდებათ შთაბეჭდილებებისა და ახალი ცოდნის მიღება. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ ყველაფრის მიღების შანსი ნამდვილად გაქვთ. შესაძლოა, ახალი სიყვარული იპოვოთ. ნუ გაჩერდებით ერთ ადგილზე. თქვენი სწრაფვა სიმშვიდისკენ მიზნების მაქსიმალურად მიღწევაში დაგეხმარებათ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ პარტნიორების მიმართ. ოჯახური მდგომარეობა გაგახარებთ და თავადაც სიამოვნებით იზრუნებთ ბავშვებსა და საყვარელ ადამიანებზე. მთავარია, არ შეაწუხოთ გარშემომყოფები თქვენი წუწუნით და არ იკამათოთ მეუღლესთან.


მერწყული
შესაძლოა, თქვენი განწყობა ოჯახის წევრებს არ მოეწონოთ. კარგი იქნება, თუკი საკუთარ ძალისხმევას პირადი ინტერესებისთვის არ დაიშურებთ. ამგვარად ოჯახურ მდგომარეობასაც დაალაგებთ და თქვენს წინააღმდეგ დაგეგმილ ბუნტს თავიდან აიცილებთ. იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, თქვენს ნეგატიურ ენერგიას სხვა მიმართულება მიეცით. დაგეგმეთ რემონტი, გაიხსენეთ დიდი ხნის მეგობრები და აღადგინეთ რომელიმე სასიხარულო ტრადიცია.


თევზები
ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ოდნავ დაგეძაბებათ. არ გამოირიცხება კამათი დიდი ხნის წინ შეთანხმებულ საკითხებზე. შესაძლოა, სტუმრები გეწვიონ, რომლებიც თქვენს გეგმებს შეცვლიან. შეკრიბეთ ადამიანები და საერთო საქმეებზე ერთობლივად იმუშავეთ. ამის ნიჭი უდავოდ გაქვთ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?