ვერძი
ეს დღე სავსეა ახალი შეხვედრებითა და ნაცნობობით, ამიტომ მზად იყავით დაუგეგმავი ხარჯისთვის. მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა, რომელიც წონასწორობიდან გამოგიყვანთ და განწყობას გაგიფუჭებთ.
კურო
დაუგეგმავი ფულის ხარჯვა გელით. გირჩევთ, ეკონომიურობა გამოიჩინოთ, რადგან უფულოდ დარჩენა გემუქრებათ. ამ დღეს შანსი გაქვთ, გამოავლინოთ უამრავი ნიჭი, მათ შორის, ორგანიზატორული. წვრილმანმა უსიამოვნებებმა შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ, ამიტომ ეცადეთ, ბნელი ფიქრები მოიცილოთ და საკუთარ თავს პატარა დღესასწაული მოუწყოთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი წამოწყების, სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშებისთვის. სავარაუდოდ, ახალი შეხვედრები და სანაცნობო წრის გაფართოება გელით, ამიტომ დაუგეგმავი ხარჯისთვის მზად უნდა იყოთ. ვენერას მფარველობა სარგებლის გარდა, ვნებების აყოლის სურვილსაც მოგიტანთ, რაც უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდება.
კირჩხიბი
ეცადეთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ და წვრილმანების შეძენისგან თავი შეიკავოთ, რადგან წინ დაუგეგმავი ხარჯი გელით. მცირე გაუგებრობების გარდა, მთლიანობაში, მშვენიერი დღეა. გათავისუფლდით ნეგატიური აზრებისგან და საკუთარ თავს სიამოვნების უფლება მიეცით. ერიდეთ მძიმე შრომასა და გადაღლას.
ლომი
მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა, რაც მწყობრიდან გამოგიყვანთ და გაიძულებთ, ზოგიერთ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას გადახედოთ. შესაძლოა, გრძელვადიან გეგმებში კორექტივები შეიტანოთ და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებები აიღოთ.
ქალწული
ახალ ნაცნობობასა და შეხვედრებს ყოველთვის გაუთვალისწინებელი ხარჯი ახლავს, ამისთვის მზად უნდა იყოთ. ამ დღეს სხვების დახმარების იმედად არ უნდა დარჩეთ. თქვენს პრობლემებს მხოლოდ თქვენ მოაგვარებთ. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ და სამომავლო გეგმები დასახეთ.
სასწორი
შესაძლოა, ამ დღეს საკუთარ გზაზე ნამდვილ მოწინააღმდეგეს გადაეყაროთ. ეცადეთ, ფულის ხარჯვის დროს ეკონომიურობა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სიტუაციის გაუმჯობესება.
მორიელი
წარმატებული დღეა. ძალიან აქტიურობთ პროფესიული საქმიანობის სფეროში და გარშემომყოფთა აღიარებას სრულიად დამსახურებულად ელით. ეცადეთ, თანმიმდევრული იყოთ და ყოველი მომდევნო ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. იმოქმედეთ ნელა, კარგად გამოცდილი მეთოდებით და ნუ დაუჯერებთ არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც ახალ გზებს გთავაზობენ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა სიახლეებისთვის, ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. პირქუში სატურნის გავლენით, ვნებებს აჰყვებით, რაც მომავალში უამრავ პრობლემას მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ინტიმური ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ცდუნებას გაუძლოთ, რომელიც ცხოვრებას გაგირთულებთ. დაფიქრდით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ქმედებას.
თხის რქა
ვარსკვლავების ნეგატიური განლაგება თქვენს ერთგვარ დაბნეულობას გამოიწვევს, რაც მარტივი ამოცანების ამოხსნაშიც კი ხელს შეგიშლით. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობის სფეროში ნაკლები იაქტიუროთ, რადგან შეიძლება უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთობა ისე გაგიფუჭდეთ, რომ სიტუაცია ვეღარ გამოასწოროთ. ნათესავების, ახლობლებისა და ბავშვების მიმართ მეტი სითბო და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშებისთვის. შესაძლოა, ძველ მეგობრებს ან ნათესავებს შეხვდეთ, რაც დაუგეგმავ ხარჯს გამოიწვევს. ვენერას მფარველობა თქვენს ცხოვრებას სიყვარულითა და სინაზით აავსებს, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვნებების აყოლა უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ.
თევზები
კარგი დღეა გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენისთვის. თუ მოინდომებთ, ამ დღეს ნებისმიერ საქმეს წარმატებით დაასრულებთ, საჭირო ადამიანებთან კონტაქტებს დაამყარებთ, რაც დამატებითი შემოსავალის მიღებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელ სტუმრებს ელოდეთ.