16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

15 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, განსაკუთრებით კომერციულ ოპერაციებს. მერკურის ხელსაყრელი მდებარეობა კომერციული იდეებისა და მომავლის გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. პარტნიორებისა და მფარველების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით, თუმცა საბოლოო შედეგი თქვენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.


კურო
დაუფიქრებელი ქცევა შეიძლება უსიამოვნებების მიზეზი გახდეს და მცდარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდეს. ერიდეთ საქმეს, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს. ერიდეთ სეირნობასა და მოგზაურობას. თავი შეიკავეთ საკუთარი გეგმების გახმოვანებისგან. ამ დღეს მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა მაქინაციები, თვალთვალი, დევნა. კარგი იქნება, თუ სახლს დაალაგებთ ან აგარაკს მოაწესრიგებთ. ერიდეთ თმისა და ფრჩხილების მოჭრას, განსაკუთრებით ოპერაციას.


ტყუპები
ვარსკვლავები პრობლემების მოგვარებაში, ადამიანებთან ურთიერთობასა და შემოქმედებით ძიებაში დაგეხმარებიან. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. სასიყვარულო საქმეებში წარმატება და სასიამოვნო ნაცნობობა გელით. მამაკაცები ავტომანქანის სწრაფად ტარებასა და მჭრელ საგნებს უნდა ერიდონ.


კირჩხიბი
ყველა მიმართულებით ხელსაყრელი დღეა. თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ. კარგი იქნება, თუ შვებულების აღებასა და დასვენებაზე იფიქრებთ. თუ ჯერჯერობით დაოჯახება ვერ მოასწარით, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სახლის გარეთ. გამორიცხული არაა სასიამოვნო ნაცნობობა.


ლომი
კრიტიკული დღეა. თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობისგან. შესაძლოა, თქვენმა სიამაყემ ან თანამოსაუბრის მიმართ გამოხატულმა აგრესიამ კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება. ერიდეთ ახალ ნაცნობობასა და უცნობ ადამიანებთან კონტაქტს. ერიდეთ განმარტოებას და ბნელ ქუჩებს. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებთან გამკლავებაში ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ.


ქალწული
გეჩვენებათ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ მალე ღრუბლები გაიფანტება და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ისევ ჰარმონიული გახდება. შესაძლოა, მალე თქვენი ძველი პრობლემები თავისთავად მოგვარდეს.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა სულიერი განწმენდისთვის და ეკლესიაში წასვლისთვის. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატებული დღე ელით. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და მსუბუქი ფლირტი. რომანტიკული შეხვედრები ენერგიას შეგმატებთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მოხდეს რაღაც, რაც მეგობრებთან ურთიერთობის გადახედვას გაიძულებთ.


მორიელი
მშვიდი და პასიური დღეა. არასასურველია მგზავრობისა და მოგზაურობის დაგეგმვა. კარგად გაიანგარიშეთ საკუთარი ბიუჯეტი, რადგან უახლოეს ხანებში ფინანსური პრობლემები გელით. საღამოს განგაშის გრძნობა შეგაწუხებთ. დიდხანს ნუ განმარტოვდებით - ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები პრობლემების მოულოდნელ გადაჭრას გპირდებიან. ვენერას მფარველობა სასიყვარულო საქმეებში წარმატებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და მსუბუქი ფლირტი. ახლობელი ადამიანი ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ.


თხის რქა
ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ მოგერიდებათ, სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუდამ თქვენ გვერდით არიან. სავარაუდოდ, სწორედ თქვენი თავშეკავებაა უამრავი პრობლემისა და კონფლიქტის მიზეზი.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მშენებლობისა და სუფთა ჰაერზე დასვენებისთვის. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რადგან უახლოეს ხანებში შემოსავალს არ უნდა ელოდოთ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მივლინებებისთვის. ავტომოყვარულებს მანქანის მართვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ. ამ დღის მთავარი პრობლემა გაღიზიანება და გაუწონასწორებლობა იქნება. გაუფრთხილდით მხედველობის ორგანოებს და ზოგადად, ჯანმრთელობას. დღის მეორე ნახევარი მშვიდად დასვენებას მიუძღვენით. 

კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.
დღის ჰოროსკოპი

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ულამაზესი ანჯელინა ჯოლის 15 განსაცვიფრებელი როლი

უნდა ვაღიაროთ, რომ ანჯელინას გარეშე ამ ფილმებიდან არცერთი არ იქნებოდა ასეთი საინტერესო და ამაღელვებელი.