18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

17 მაისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
არახელსაყრელი დღეა. მოვლენათა საბედისწერო განვითარებამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ ან საკუთარი პოზიციის დაცვისთვის ბრძოლა გაიძულოთ. არახელსაყრელი დღეა სახლის ან სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. შესაძლოა, მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ, პროვოკაციას არ აჰყვეთ.


კურო
კრიტიკული დღეა. ბედი გამოცდას გიმზადებთ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ღირსეულად გაართმევთ თავს. ახლა ყველაზე მეტად თავშეკავება, უსარგებლო კონტაქტებზე უარის თქმა და გარშემომყოფი ადამიანების ობიექტური შეფასება გჭირდებათ. გირჩევთ, პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავი შეიკავოთ.


ტყუპები
დაძაბული დღეა, რომელიც ცხოვრებისეული პრინციპებისა და მსოფლმხედველობის გამოცდას მოგიწყობთ. გამორიცხული არაა, რომ ახალი მოვალეობები დაგეკისროთ. უსიამოვნო ცნობამ ან მცდარმა ინფორმაციამ შესაძლოა, მუშაობაში გაუგებრობა და შეცდომები გამოიწვიოს. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი, ამიტომ ეცადეთ, ფულის უსარგებლო ხარჯვისგან თავი შეიკავოთ და საკუთარი დრო გონივრულად გაანაწილოთ. შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.


კირჩხიბი
ყველა თვალსაზრისით იღბლიანი დღეა. შესანიშნავ ხასიათზე ხართ და განწყობას მცირე უსიამოვნებებიც კი ვერ გიფუჭებთ. ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა თქვენი შრომა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.


ლომი
შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და სტუმრების მიღებისთვის. ქალებს კულინარიული შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ექნებათ. მამაკაცებმა სუფთა ჰაერზე მეტი დრო უნდა გაატარონ. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში კომპრომისი იპოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს - შესაძლოა, მათი პრობლემები თქვენს ჩარევას საჭიროებენ.


ქალწული
ეს დღე მოგზაურობასა და თავგადასავლებს უკავშირდება და ხელსაყრელია დაწყებული საქმეების დასრულებისა და დასვენებისთვის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სანოტარო დოკუმენტების გასაფორმებლად, უფროსთან და ხელისუფლებასთან კონტაქტისთვის. გამორიცხული არაა, რომ მოვლენათა განვითარება თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.


სასწორი
აქტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვის, სპორტისა და მოგზაურობისთვის. მეგობრებთან ურთიერთობა და კოლექტიური ღონისძიებები საშუალებას მოგცემთ, საკუთარი უნარები გამოავლინოთ. თუ გსურთ, რომ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობები ააწყოთ, კომპრომისებზე წასვლა ისწავლეთ და ეცადეთ, მეტი გულწრფელობა გამოავლინოთ.


მორიელი
განწმენდისა და გათავისუფლების დღეა. სასურველია დასვენება, წყლის პროცედურები და რელაქსაციის სეანსები. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ტრავმები, დამწვრობა და მოწამვლა. ერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. იზრუნეთ, რომ თქვენს მენიუში მეტი ვიტამინი და მინერალი იყოს. გახსოვდეთ, წვენი ახლად გაწურული უნდა მიირთვათ.


მშვილდოსანი
ბავშვებისა და ახლო ნათესავების ინტერესები ამ დღეს თქვენგან მეტ ჩართულობას მოითხოვს. ეცადეთ, მეგობრულ ურთიერთობებში მეტი სიბრძნე და გამძლეობა გამოავლინოთ. სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტების ნახვა სასიხარულო ცნობას ნიშნავს.


თხის რქა
არახელსაყრელი დღეა. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით. მოვლენათა არახელსაყრელმა განვითარებამ ან არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებმა შეიძლება საკუთარი პრინციპებისა და ავტორიტეტის აქტიურად დაცვა გაიძულოთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ჩვეული სიმშვიდე შეინარჩუნოთ.


მერწყული
ეს დღე თავგადასავლებსა და პრინციპების დაცვას უკავშირდება. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ნოტარიალური დოკუმენტების გაფორმებისთვის, უფროსთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება, კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.


თევზები
ეს დღე თევზების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. არსებობს ცილისწამებისა და მტრობის ალბათობა. მოიცილეთ არასანდო ადამიანები, თუნდაც მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გაკავშირებდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ქრონიკული დაავადებების გამწვავების ასაცილებლად, პროფილაქტიკური ზომები მიიღეთ.

საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
დღის ჰოროსკოპი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები საქართველოში

სახელმწიფო ინსპექტორი და IRC-ის დირექტორი ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. 
კულინარია

ცხელი ბუტერბროდი უპუროდ

თუ პურს არ მიირთმევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუტერბროდებზეც უარი თქვათ...
დღის ჰოროსკოპი

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

სად გაქრნენ ჯულია რობერტსი, კიმ ბესინჯერი და სხვა მეგავარსკვლავები

ბევრ ცნობილ ადამიანს იმდენად ბეზრდება საჯარო ცხოვრება, რომ მზადაა, პროფესიაც კი შეიცვალოს.




×

საბანერო პოზიცია
300x150