22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

21 მაისი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა ჩინოვნიკებთან კონტაქტებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის, დოკუმენტების გაფორმებისთვის და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის. დღის პირველ ნახევარში არასწორად გაგებული დაპირებების გამო, მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება ვითარება დაამძიმოს.


კურო
ხელსაყრელი დღეა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. დღის პირველ ნახევარში საქმიანი კონტაქტები და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, თუმცა, დროებით. დღის მეორე ნახევარში დაუფიქრებელი დაპირებებისა და გადაღლილობის გამო, მოსალოდნელია სირთულეები. ახლობელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ.


ტყუპები
კომერციული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, ფინანსების დაბანდება და დოკუმენტების გაფორმება წარმატებით დასრულდება. დაუფიქრებელი დაპირებების გამო დღის მეორე ნახევარში გაუგებრობა გელით, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


კირჩხიბი
ამ დღეს ძალიან დიდია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, მაგარ ჩაის ან ყავას. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, სიფრთხილე გმართებთ.


ლომი
ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, პარტნიორთან ერთად მოგიწევთ მატერიალური კეთილდღეობის საკითხების განხილვა. გირჩევთ, ახლობლების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი წინასწარ გათვალოთ. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება ან ფინანსური წახალისება.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, დოკუმენტების გაფორმებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. დაუფიქრებელი სიტყვებისა და ცრუ დაპირებების გამო დღის მეორე ნახევარში გაუგებრობები გელით. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ. მარტოხელა ქალწულებმა შესაძლოა, ცხოვრების მეგზური ნახონ.


სასწორი
არახელსაყრელი დღეა უფროსთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის, სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოსალოდნელია უცნობ ადამიანთან კონფლიქტი ან ხანძარი. ამ დღეს იმედგაცრუება და დეპრესია გელით.


მორიელი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია იმატებს. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, თუმცა ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ და სურვილი შესაძლებლობებს შეუსაბამოთ. ხელს ნუ მოჰკიდებთ საქმეს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით, რადგან ეს თქვენს რეპუტაციას დააზიანებს. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატაროთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგაბედნიერებთ.


მშვილდოსანი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელიც სულიერ ტანჯვას, ხორციელ ცდუნებასა და იმედების გაცრუებას უკავშირდება. უფროსთან ურთიერთობაში ზედმეტი სიხისტე და პირდაპირობა შესაძლოა, თქვენს სამსახურებრივ მდგომარეობაზე არახელსაყრელად აისახოს. მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტი გარშემომყოფებთან.


თხის რქა
მზად იყავით სამსახურში პრობლემებისთვის. მოსალოდნელია უფროსთან კონფლიქტი და თანამშრომლებთან პრობლემები. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება მოძებნოთ და ყველაფერი მოგვარდება. ხელიდან ნუ გაუშვებთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შანსს. შესაძლოა, მარტოხელა თხის რქები ცხოვრების მეგზურს შეხვდნენ.


მერწყული
არახელსაყრელი დღეა სამსახურის შეცვლისთვის, უფროსთან ან სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის. გამორიცხული არ არის, უცნობ ადამიანებთან კონფლიქტი ან უბედური შემთხვევა. საღამოს შესაძლოა, ნათესავები გესტუმრონ.


თევზები
ყველა თვალსაზრისით კარგი დღეა. ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. შესაძლოა,დაკარგული კონტაქტები აღადგინოთ, რაც თქვენს მუშაობას უფრო ნაყოფიერსა და წარმატებულს გახდის. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?