12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტო 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კრიტიკული დღეა. ერიდეთ ახალ ნაცნობებს, ჩაბნელებულ ქუჩებსა და ხალხის თავშეყრის ადგილებს. დიდია ტრავმისა და გაცივების რისკი. მამაკაცებმა თავი უნდა შეიკავონ სპორტული ვარჯიშებისგან. სიფრთხილე გამოიჩინეთ მჭრელ ნივთებთან და ელექტროხელსაწყოებთან მუშაობისას. მზად იყავით მოულოდნელი ცნობისთვის.


კურო
თავი შეიკავეთ გაუმართლებელი რისკისგან. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. შესაძლოა, ამან დროებით დაგავიწყოთ უსიამოვნებები და კარგი განწყობა დაგიბრუნოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდოს.


ტყუპები
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების დღეა. უარი თქვით შორეულ მოგზაურობაზე, რადგან ამ დღეს ტრავმის, დაავადებისა და კონფლიქტური სიტუაციების რიკი ძალიან მაღალია. გირჩევთ, დაგროვილი საქმეები მოაწესრიგოთ და საღამო ახლობელ ადამიანებს მიუძღვნათ. მხოლოდ მათთან ურთიერთობის დროს შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას.


კირჩხიბი
ერთგვარი დაბნეულობის გამო სამუშაო რეჟიმში ჩადგომა გიჭირთ. ეს დღე შეუფერებელია გარიგებებისთვის, ურთიერთობების გარკვევისა და შეძენისთვის. თავს განერვიულებულად და დათრგუნულად გრძნობთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ცხოვრება თავად გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ეცადეთ, ყველა შეხვედრა გადადოთ და ეს დღე სახლში გაატაროთ.


ლომი
ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო ერიდეთ ახალ ნაცნობებს, ბნელ ქუჩებსა და უცნობ ადამიანებთან ერთად ყოფნას. დიდია ტრავმისა და აგრესიის რისკი. გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.


ქალწული
ყველა მიმართულებით წარუმატებელი დღეა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისგან. დიდია თქვენი მოტყუების ან გაძარცვის რისკი. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ახლობელი ადამიანი, საკუთარი წინდახედულება და საღი აზრი დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.


სასწორი
ინფორმაციის მიღებისა და გაანალიზების დღეა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს ბიბლიოთეკაში გაატარებთ. სასარგებლოა წყლის პროცედურები და ფიზიკური ვარჯიშები. კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები, ყავა და მაგარი ჩაი.


მორიელი
ნეგატიური და კონფლიქტებით სავსე დღეა. მზად იყავით უსიამოვნებებისთვის, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წუთს იჩინონ თავი. ახლობელ ადამიანთან პრობლემები გელით. ნუ გადადებთ პრობლემების მოგვარებას ხვალისთვის. თუ თანდაყოლილ გამჭრიახობასა და მიხვედრილობას გამოიჩენთ, შუა კვირაში გარიგებების დადებისა თუ საკამათო საკითხების მოგვარებისას წარმატება გელით.


მშვილდოსანი
ამ დღეს გული გართობისა და მხიარულებისკენ მიგიწევთ. შესაძლოა, თეატრში ან კონცერტზე წახვიდეთ, არც ისაა გამორიცხული, რომ მეგობრებმა მხიარულ საღამოზე დაგპატიჟონ, სადაც დროს მხიარულად გაატარებთ და საკუთარ უნარებს გამოავლენთ. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, სეირნობისა და ურთიერთობისთვის. ინტიმურ ურთიერთობებში კმაყოფილება და წარმატება გელით.


თხის რქა
მძიმე და სახიფათო დღეა, რომელიც უმჯობესია, სახლში გაატაროთ. მოსალოდნელია „გარედან“ ნეგატიური გავლენა არ უსიამოვნო შეტყობინება. თავმდაბლობა და მაღალი ზნეობრივი თვისებები ამ დღის ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში დაგეხმარებათ.


მერწყული
ტყუილისა და ცდუნების დღეა. ეცადეთ, ეჭვებს არ აჰყვეთ და თავი არ დაკარგოთ. გირჩევთ, დღე მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ და ფიქრები მოიკრიბოთ. კარგი იქნება, თუ ყველა ვიზიტს სამომავლოდ გადადებთ.


თევზები
კარგი დღეა ფინანსური გარიგებების დადებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოულოდნელი დახმარების ან წარმატებით დასრულებული საქმის წყალობით მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ. განწყობას მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი უეცარი მოვლენები გაგიფუჭებთ.

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.