2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 სექტემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ქალებს სასიამოვნო სიურპრიზი და მოულოდნელი ნაცნობობა ელით. მამაკაცების პირადი ცხოვრება იცვლება, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ, თუნდაც თავიდან ეს ცვლილებები უცნაურად და უჩვეულოდ მოგეჩვენოთ.


კურო
ამ დღეს მოგზაურობისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგან წარუმატებელი იქნება. მთლიანად გამორიცხეთ სარისკო მოქმედებები და ფიზიკური დატვირთვა. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები, ამიტომ ეს დღე მყუდრო, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უსიამოვნებები: ხანძარი ან ძარცვა.


ტყუპები
ამ დღეს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოულოდნელი ცვლილებები გელით. გამორიცხული არ არის, მთლიანად პარტნიორებზე დამოკიდებული გახდეთ. საკუთარი გეგმების განხორციელების პროცესში ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებმაც დახმარების ხელი გამოგიწოდეს. დაუჯერეთ მეგობრების რჩევას და საღამო სახლის გარეთ, მეგობრების წრეში გაატარეთ.


კირჩხიბი
კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით დაივიწყებთ ყოველდღიური საზრუნავის შესახებ და საკუთარ თავს დასვენების უფლებას მისცემთ. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან სასიამოვნო შეხვედრა. გამორიცხული არ არის ოჯახში პრობლემები, თუმცა ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, უბრალოდ, გარემოს შეცვლა სცადეთ.


ლომი
ამ დღეს მთავარია, არაფერი აურიოთ და პრიორიტეტები სწორად გათვალოთ. ეცადეთ, მთავარზე მოახდინოთ კონცენტრირება და ნებისმიერ პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. სასარგებლოა კოლექტიური საქმიანობა და მეგობრებთან ურთიერთობა. სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზი, ახალი ნაცნობობა და პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ქალებს რომანტიკული თავგადასავალი ელით. მამაკაცები ხმაურიან წვეულებებსა და სპირტიან სასმელებს უნდა ერიდონ, რადგან ეს მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.


სასწორი
ამ დღეს მოულოდნელი ცვლილებები ახლავს. შესაძლოა, მდგომარეობის ბატონ-პატრონად იქცეთ ან პირიქით, გარშემომყოფ ადამიანებზე სრულად დამოკიდებული გახდეთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარნენ. კარგი იქნება, თუ მეგობრების რჩევას გაითვალისწინებთ და საღამოს სახლის გარეთ, სასიამოვნო კამპანიაში გაატარებთ.


მორიელი
შემოქმედებითი აღმაფრენის დღეა, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, კარიერაზე და მეგობრებთან დამოკიდებულებაზე. ეცადეთ, სრულად გამოიყენოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში ბედნიერი სიახლე გელით, ნუ გაუშვებთ ხელიდან საკუთარ შანსს.


მშვილდოსანი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად შემცირებულია. ამ დღეს მოგზაურობისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან წარუმატებლად დასრულდება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უსიამოვნებები გელით - ეს შეიძლება ძარცვა ან ხანძარი იყოს. პარტნიორთან ურთიერთობა ან ბავშვებთან თამაში ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს შეამცირებს.


თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ან ძველი შეცდომების გამოსწორება შეძლოთ. დიდია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული თავგადასავლის ალბათობა.


მერწყული
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. დღის პირველი ნახევრის ნეგატიურმა ტენდენციებმა შეიძლება ურთიერთობებში უამრავი პრობლემა გამოიწვიოს. არახელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრისა და უცხო ადამიანებთან დებატებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.


თევზები
ეს დღე ოჯახსა და ნათესაურ კავშირებს განასახიერებს. სიტუაციის ბატონ-პატრონი ხდებით. შესანიშნავი დღეა შოპინგისთვის, ფულის დაბანდებისა და კომერციული ოპერაციებისთვის. დღის მეორე ნახევარში დიდია ტრავმებისა და ავარიების რისკი.

ამბები

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

„ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობს მუშაობას და Drive Thru-სა და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მოემსახურება ერთგულ მომხმარებელს“, - ამის შესახებ განცხადებას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
ამბები

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს.
დღის ჰოროსკოპი

1 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები1 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Feedc Edu - პირველი ქართული ონლაინპლატფორმა დისტანციური სწავლების რეჟიმში

დისტანციური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად განათლების სამინისტრო ერთ-ერთ ალტერნატიულ საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას - Feedc Edu-ს გამოიყენებს.
ამბები

მინერალური წყალი “ლიკანი” სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს – Soundwave Home Sessions – ცოცხალი მუსიკის ტალღა ჩვენს სახლებში

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი „ლიკანი“ #SOUNDWAVE - ის საინტერესო სესიებს  ახალი ფორმატით აგრძელებს. 
ამბები

კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა

განვითარებული მოვლენების ფონზე კომპანია "თბილღვინო“ მიესალმება StopCov ფონდის შექმნას. შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.
ამბები

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების -  მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი -  შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ. 
ამბები

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

ბაზისბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.
ამბები

„ნიკორამ“ StopCOV ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა

„ნიკორა“ მიესალმება StopCOV ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.
საკნატუნო ამბები

მშობლების და შვილების სახალისო ურთიერთობა კარანტინში

პატარების მოუსვენრობა მოწყენის საშუალებას არასდროს გვაძლევს...