28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების კრიტიკულად შესაფასებლად. შესაძლოა, რაღაც გარემოებამ ან ახალმა ნაცნობობამ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს -  დადებითი ან უარყოფითი. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობას შეცვლის.


კურო


ხელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებული კუროებისთვის. მოსალოდნელია ძველი ოცნების ასრულება, მომგებიანი გარიგება ან სასიამოვნო ინფორმაცია. გამორიცხული არ არის, რომ მაცდური წინადადება მიიღოთ, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა შემოქმედი ტყუპებისთვის. მოსალოდნელია დიდი ხნის ოცნების ასრულება ან სასიამოვნო ინფორმაცია. ქალებს ვურჩევთ, რომ ახლობელ ადამიანთან საუბრის დროს მწვავე თემებს ერიდონ. გამორიცხული არ არის ცხარე კამათი და ურთიერთბრალდებები.


კირჩხიბი


ვარსკვლავები ამტკიცებენ, რომ მას, ვინც დიდი ხანია საკუთარ ბიზნესზე ოცნებობს, შეუძლია ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგეს. პლანეტები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ახალ, მომგებიან საქმიან წინადადებას და თქვენთვის მაქსიმალური სარგებელით გამოიყენოთ. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ყველა პრობლემა გადაწყდება თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ.


ლომი


დღის პირველ ნახევარში უსიამოვნო ამბავი გელით, რომელიც ტყუილს ან პარტნიორის მხრიდან შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკულად შეფასებისთვის. შესაძლოა, ახალმა ნაცნობობამ თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა ან სასიყვარულო პაემანი.


ქალწული


შესაძლოა, სწორედ ახლა იწყება პერიოდი, როცა საკუთარი ენერგიის სწორად გამოყენებას შეძლებთ. სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, თუმცა დადებითს თუ უარყოფითს, უცნობია. შესაძლოა, ახალმა იდებმა თქვენს მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინონ.


სასწორი


წარმატებული დღეა. მოსალოდნელია შემოსავალის მიღება და ძველი ოცნების განხორციელება. გაითვალისწინეთ, რომ ხმაურიანი კამპანია გაუგებრობით და ორმხრივი უკმაყოფილებით დასრულდება.


მორიელი


წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში თავს შეუძლოდ და გაღიზიანებულად გრძნობთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ მკვეთრი გამოთქმებისგან და უხეშობისგან. შესაფერისი დროა ბავშვებთან ერთად, ბუნებაში სეირნობისთვის.


მშვილდოსანი


მძიმე დღე გელით. გარემოებათა არასასურველი განვითარება ან არაკეთილმოსურნეთა მაქინაციები გაიძულებთ, რომ საკუთარი პრინციპების დაცვაზე იზრუნოთ. შესაძლოა, პროფესიული საქმიანობის სფეროში იმაზე მოკრძალებულ პოზიციას დათანხმდებით, ვიდრე იმსახურებთ. კარგი იქნება, თუ კომერციულ მგზავრობას და ფინანსურ ოპერაციებს სხვა დროისთვის გადადებთ.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა ბიზნესის სფეროში დასაქმებულითხის რქებისთვის. მოსალოდნელია ძველი ოცნების ასრულება, მომგებიანი გარიგება ან სასიამოვნო ინფორმაცია. გამორიცხული არ არის, რომ მაცდური წინადადება მიიღოთ, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. ადამიანები, რომლებსაც დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით სასურველ შედეგს მიაღწევთ. გირჩევთ, დაავადების პირველივე სიმპტომებს ყურადღება მიაქციოთ და აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმს დროულად მიმართოთ.


თევზები


ღირებულებების გადაფასების დღეა. პლანეტები გირჩევენ, გარშემო მყოფი ადამიანების ცვლილებას ყურადღებით დააკვირდეთ. ბევრი ეცდება თქვენი შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ეცადეთ, არ აჩქარდეთ. ყველა პრობლემა მოგვარდება, თუ მშვიდად და წინდახედულად იმოქმედებთ.


 

დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?