Süddeutsche Zeitung: ბევრი დეპუტატი აღფრთოვანებული არ არის იმ ფაქტით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პირადად დაუჭერს მხარს სააკაშვილის კანდიდატურას. მათ ახსოვთ სააკაშვილის პოპულიზმი და ვერბალური გამოხტომები   

INTERNET დაიჯესტი

28 აპრილი 11:57, 2020 წელი

„საქართველოში მმართველობის პერიოდში სააკაშვილმა აჩვენა ავტოკრატისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მისი მინისტრები ატერორებდნენ ბიზნესმენებს, მართლმსაჯულება და ოპოზიცია აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ. სააკაშვილმა ახალი საპრეზიდენტო სასახლე ააშენებინა და ქვეყანას, როგორც მეფე მზე მართავდა“, - წერს Süddeutsche Zeitung სტატიაში სათაურით „მეფე მზის დაბრუნება“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბევრი დეპუტატი აღფრთოვანებული არ არის იმ ფაქტით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პირადად დაუჭერს მხარს სააკაშვილის კანდიდატურას. მათ ახსოვთ სააკაშვილის პოპულიზმი და ვერბალური გამოხტომები.


„ფორმალურად სააკაშვილის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, შესაძლებელია ამ პარასკევსაც. კანდიდატი პარლამენტს რეფორმების საკუთარ ხედვას წარუდგენს, პრეზიდენტი ზელენსკი პირადად დაუჭერს მხარს სააკაშვილის კანდიდატურას. ყოველკვირეული გამოცემა „კვირის სარკის“ მიხედვით ბევრი დეპუტატი ამ ფაქტით აღფრთოვანებული არ არის. მათ ახსოვთ სააკაშვილის პოპულიზმი და ვერბალური გამოხტომები. საქართველოში სააკაშვილის პოლიტიკური კომეტა უკვე ჩამქრალია, დღემდე ოთხი სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. თბილისმა რამდენჯერმე კიევისგან მისი გადაცემა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ“, - წერს სტატიის ავტორი.


სტატიის ავტორი ფლორაინ ჰასელი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულებული ჩანდა. 2018 წლის თებერვალში პოლიციამ და საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და თვითმფრინავით ვარშავის მიმართულებით გაადეპორტეს. დაბრუნების შემთხვევაში პროკურატურა მას სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.


აქვე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს გაპრეზიდენტებისთანავე მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს მიერ ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.


„სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყვიტეს. სააკაშვილი კიევში დაბრუნდა. აქამდე მის ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ახლა კი მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პრემიერის რანგში უკრაინა ისევ რეფორმების გზაზე უნდა დააყენოს და უკრაინას დასავლეთში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მილიარდიანი კრედიტის მოპოვება გაუადვილოს“, - ნათქვამია სტატიაში.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?