13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ამ დღეს პარტნიორების რჩევის და ნათესავების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა, საკუთარი თავისა და პრინციპების დაცვა მოგიხდეთ. ეჭვიანობის ან ფინანსური პრობლემების გამო მოსალოდნელია კონფლიქტი. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა, აქტიური დასვენება და რემონტი.


კურო


მშვიდი და პასიური დღეა. გირჩევთ გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და დაპირებებისგან თავი შეიკავოთ. ხელსაყრელია სუფთა ჰაერზე ფიზიკური დატვირთვა, აქტიური დასვენება და რემონტი.აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და ეცადეთ დაუფიქრებელი სიტყვით არავინ გაანაწყენოთ, რადგან დიდი სკანდალის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თხოვნის შესრულებაზე უარს ნურავის ეტყვით.


ტყუპები


ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და ფიქრისთვის. სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა და სპორტული ვარჯიშები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები, ამიტომ ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები და კარგად აწონ-დაწონოთ ყოველი სიტყვა.


კირჩხიბი


ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. ჩანაფიქრის დროულად განხორციელებისთვის ეცადეთ, დრო სწორად გაანაწილოთ. ამ შემთხვევაში ბრწყინვალე შეწდეგებს მიიღებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე.


ლომი


ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს, რომელიც კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ წარმატებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშალოს. ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შანსს.


ქალწული


დასვენების, თვიშეფასებისა და განვლილი გზის ანალიზისთვის ხელსაყრელი დროა. ამ დღეს პარტნიორების რჩევის და ნათესავების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. ნუ გასცემთ და ნუ დაუჯერებთ დაპირებებს - მათ ასრულება არ უწერიათ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები - დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტი ახლობელ ადამიანთან.


სასწორი


ნეგატიური დღეა, რომელსაც ეჭვები, მცდარი რჩევები და პრობლემები მოაქვს. მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასება და გარშემო მყოფების მიმართ გამოვლენილი დიდსულოვნება დაგეხმარებათ ნეგატიური ტენდენციების დაძლევაში. საღამოს მოულოდნელი კამათი გელით, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა.


მორიელი


ოჯახურ საქმეებში წარმატება გელით. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული ხართ, თუმცა მატერიალური პრობლემების გადაწყვეტა გიჭირთ. გირჩევთ, საკუთარი შინაგანი სამყაროდან ყურადღება გარშემო მყოფებზე გადაიტანოთ. შესაძლოა, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების გზას მიაგნოთ. ყველაზე რთული და ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი გამოსავალს იპოვით.


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ გირჩევთ, ძველი საქმეები დაასრულოთ და მომავლის გეგმები დასახოთ. გირჩევთ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და ცდუნებებს გაუმკლავდეთ.


თხის რქა


რთული პერიოდია. ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემები დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ და მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდეებით იმოქმედოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.


მერწყული


მონანიების, სულიერი განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა. გირჩევთ, ყველა საქმე გადადოთ და ეკლესიაში წახვიდეთ ან იმ ადამიანებს დაეხმაროთ, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. სარისკო ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა.


თევზები


ამ დღეს წარმატება იმ თევზებს ელით, რომლებსაც დამოუკიდებლად მოქმედება და საკუთარი გეგმების განხორციელება შეუძლიათ. შესაძლოა, საკუთარ პრობლემებზე ვინმესთან საუბრის სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა ვარსკვლავები თავის შეკავებას გირჩევენ - შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. ამ დღეს ბრმად არავის უნდა ენდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები არ აგცდებათ.

დღის ჰოროსკოპი

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

6 ოქტომბერს „გრანდ ელექტრონიქსის“ კიდევ ერთი ფილიალი იხსნება

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ტექნიკის მოყვარულებს - 6 ოქტომბერს, „სითი მოლის“ საბურთალოს ფილიალში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალი ფილიალი გაიხსნება.
დღის ჰოროსკოპი

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.
დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

Ardesto-ს საოჯახო ტექნიკა განსაკუთრებულ ფასად

რა ქმნის სახლში კომფორტს - იდეალური ტემპერატურა? გემრიელი ვახშამი დღის ბოლოს? ცხელი შხაპი სამსახურის შემდეგ? - შეიძლება კომფორტის განმარტება ყველასთვის სხვადასხვაა, თუმცა სახლში მისი შექმნა ტექნიკის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
დღის ჰოროსკოპი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?