კონკურსის თანახმად, ყველა მუზეუმს ეძლევა უნიკალური შანსი ჩაერთოს საერთაშორისო პროექტში, რომელიც ხელს უწყობს მუზეუმების კულტურის პოპულარიზაციას არაფორმალური განათლების - ფორმალური დებატების - გამოყენებით. გარდა ამისა, მუზეუმებს შეეძლებათ გახდნენ საერთაშორისო პროექტის წევრები და გაიარონ ევროპის წამყვანი სპეციალისტების ტრენინგები, ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების შემდეგ შეირჩევა 10 ყველაზე მოტივირებული და დაინტერესებული მუზეუმი, რომლებიც შეძლებს ჩაერთოს საერთაშორისო პროექტში და გაიაროს ტრენინგები ონლაინ ან ლაივ რეჟიმში (პანდემიის პირობებიდან გამომდინარე) ვარშავაში, ევროპის სხვა ქვეყნების მუზეუმების წარმომადგენლებთან ერთად. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 25 დეკემბრამდე უნდა შეავსონ შესაბამისი აპლიკაციის ფორმა, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/snt311emokwCE3ZA6
კონკურსი ტარდება პროექტის - დებატები უკეთესი განათლებისთვის - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.