საკნატუნო ამბები

2020 წლის ტოპ 5 მინისერიალი

სალომე ჩაჩიბაია

16:00 ხუთ. 11 თებერვალი, 2021 წელი

UNDOING

14
დაკოპირებულია

Მეტი ამბავი, ვიდრე ფილმში და ნაკლებ მოსაწყენი, ვიდრე სერიალი - ეს მინისერიალები უპირატესობაა. სწორედ ესაა ის მიზეზები, რომელთა გამოც მინისერიალი ბოლო პერიოდში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მმ ბლოგში 2020 წლის გამოირჩეულ მინისერიალებს გაგაცნობთ:

განადგურება/UNDOING

Ნიკოლ კიდმანისა და ჰიუ გრანტის კინო-წყვილი ნამდვილი საოცრებაა. სიუჟეტი კიდევ უფრო ამაღელვებელი. თუ ემოციების მოზღვევა და ფორიაქი მოგენატრათ, ეს 6-საათიანი სერიალი დანაკლისს აგინაზღაურებთ.


ბრიჯერტონი/BRIDGERTON

მოვლენები მე-19 საუკუნის ლონდონში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ძლიერი და გავლენიანი ბრიჯერტონების ოჯახის თვალით დანახულ მაღალი საზაგადოების სიმდიდრე, ღალატი და ვნებებია. სერიალის მთავარ გმირებს – გარდაცვლილი ვიკონტ ბრიჯერტონის შვილებს – ენტონის, ბენედიქტის, კოლონის, დაფნის, ელაიზას, ფრანჩესკას, გრეგორის და ჰიაკინთის, თავიანთ ცხოვრებაში და სიყვარულში ორიენტაციის სწავლა, ასევე ღალატის, აღზევების და დაცემის შეცნობა მოუწევთ.

ლაზიერის გამბიტი / THE QUEEN'S GAMBIT

ესაა სერიალი, რომელმაც მსოფლიო აალაპარა. მასზე ხშირად წერდა გამოცემა „გარდიანი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და ქართული მედიაც კი - სერიალში მიმდინარე ამბები განსაკუთრებით სენსიტიური ქართველებისთვის აღმოჩნდა, რომლებსაც ნამდვილი ლაზიერის დედოფალი - ნონა გაფრინდაშვილი გვყავს.

სიუჟეტი 8 წლის ობოლი გოგონას ირგვლივ ვითარდება. როცა პირველად თამაშობს ჭადრაკის პარტიას, ის გრძნობს, თუ როგორ ძლიერდება, როგორ აზროვნებს უკეთ და პირველად აცნობიერებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს აკონტროლებს. 16 წლის ასაკში ის შეერთებული შტატების ღია ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა რაც უფრო მეტად მიიწევს პროფესიონალური წრისკენ, მით უფრო რთულდება ყველაფერი. სიუჟეტი დაფუძნებულია უოლტერ რევისის წიგნზე.

პატარა კოცონები/LITTLE FIRES EVERYWHERE

სერიალ „სკანდალის“ ვარსკვლავის კერი ვაშინგტონის გასაოცარი გარდასახვა ღარიბ ქალად და მუდამ იდეალური რიზ უიზერსპუნი - „პატარა კოცონები“ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს მატერიალური სიმდიდრით მოპოვებული ბედნიერების ამაოებაზე. ფილმი სელესტ ენ ჯის 2017 წლის ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული, რომელშიც დიდი საიდუმლოებები, ხელოვნების არსი, პიროვნულობა და სასტიკი დედობრივი მიჯაჭვულობა ერთმანეთშია გადახლართული.

ჩვეულებრივი ადამიანები/NORMAL PEOPLE


სერიალში სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი ორი თინეიჯერის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი. ცხოვრებისეული სირთულეები და აკვიატებები, რასაც ისინი ურთიერთობისას წააწყდებიან, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც არის, რითაც ეს სერიალი იმაზე ჩვეულებრივი ხდება, ვიდრე ჰოლივუდურ სცენარებს შეჩვეულებს წარმოგვიდგენია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში