საკნატუნო ამბები

6 ფილმი მათთვის, ვინც დიდი ხანია, არაფერს გაუოცებია!

სალომე ჩაჩიბაია

18:00 ხუთ. 21 იანვარი, 2021 წელი

The Invisible Guest

14
დაკოპირებულია

ეს ფილმები თქვენს წარმოსახვას თავდაყირა დააყენებს. ფილმის მსვლელობისას სუნთქვაშეკრული ისხდებით ეკრანებთან და თან, ბოლო კადრამდე ვერ გაიგებთ, რა ხდებოდა. და შემდეგაც სიუჟეტები კიდევ დიდხანს იტრიალებს თქვენს გონებაში...

სხეული / The Bodu (2012 წ. ესპანეთი)

სიუჟეტი ღამის დარაჯის ირგვლი ვითარდება, რომელსაც სატვირთო მანქანა გაიტანს. მსვხერპლი უმისამართოდ გარბოდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. სამართალდამცავებს ვერ გაუგიათ - ასე რამ ან ვინ შეაშინა ღამის დარაჯი და სად გაქრა პროზექტურაში დასვენებული გვამი

პიჯაკი / The Jacket (2005 წ. აშშ, გერმანია)

სამხედრო ვეტერანი მომავალში მიდის, სადაც საკუთარ სიკვდილს განჭვრეტს, მაგრამ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებსაც შეუძლიათ მისი და საყვარელი ადამიანების გადარჩენა.

საწყისი კოდი / Source Code (2011 წ. საფრანგეთი, აშშ)

რა მოხდება ერთ დღესაც სხვა ადამიანის სხეულში რომ გაიღვიძოთ და თან სიკვდილ-სიცოცხლის საქმე გქონდეთ დავალებული? კაპიტანი კოლტერ სტივენსი უცნობი ადამიანის სხეულში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მან ჩიკაგოს მატარებელის დამნაღმველი უნდა იპოვოს. ამ სრულიად საიდუმლო ექსპერიმენტალური პროგრამის ფარგლებში ის უნდა გადავიდეს სხვა ადამიანის სხეულში და მისი სიცოცხლის ბოლო რვა წუთი გაიაროს....

ჯულიას თვალები / Julia's Eyes (2010 წ. ესპანეთი)

ჯულია ნელ-ნელა კარგავს მხედველობას და გრძნობს, მალე სრულიად დაუბნელდება თვალთ. მის ერთადერთ მიზნად დის გადარჩენა იქცევა, მაგრამ რატომ სჭირდება გოგონას გადარჩენა? ის ხედავს რაღაც ისეთს, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

უხილავი სტუმარი / The Invisible Guest (2016 წ. ესპანეთი)

მთავარი გმირი საყვარელთან ერთად იღვიძებს - ამაში უცნაური არაფერია, თუ იმას არ ჩათვლით, რომ ქალი გარდაცვლილია. მარიო კასასის პერსონაჟს კი ბრალი არაფერში მიუძღვის, თუმცა საქმიდან მარტივად გამოსვლას საუკეთესო ადვოკატიც ვერ ახერხებს...

ბუნკერი / The Hidden Face (2011 წ. ესპანეთი)

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო - მეეჭვება, ესპანელებს ამ ფილმისთვის იმაზე ზედგამოჭრილი ანდაზა ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენ გვაქვს. სიუჟეტი ორკესტრის დირიჟორისა და მისი ეჭვიანი შეყვარებულის ირგვლივ ვითარდება. გოგონა მოულოდნელად უჩინარდება და კაცი ხვდება, რომ ის უბრალოდ არ წასულა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები