სილამაზე/ჯანმრთელობა

კიტრი სახისთვის - დაამზადეთ კოსმეტიკური საშუალებები სახლის პირობებში

fun time

12:41 ოთხ. 19 ივლისი, 2023 წელი

კიტრი სახისთვის

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ძველი ეგვიპტის სახელგანთქმული დედოფალი, ულამაზესი კლეოპატრა მომხიბვლელობის შესანარჩუნებლად კიტრის ნიღბებს იყენებდა. კლეოპატრას სილამაზეს მხოლოდ კიტრის დამსახურებად ვერ ჩავთვლით, მაგრამ ამ სასარგებლო პროდუქტით ნამდვილად შეიძლება ახალგაზრდობის გახანგრძლივება. სცადეთ სახლის მოვლა სახლში კიტრისგან დამზადებული საშუალებებით და დარწმუნდით:

სახის გამწმენდი კიტრის ლოსიონი

ცხიმიანი კანისთვის 1 ც. წვრილ სახეხზე გახეხილი მომცრო ზომის კიტრი, დაასხით არაყი (1/1) და 2 კვირის განმავლობაში მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში დააყოვნეთ. გაითვალისწინეთ, რომ დაყოვნებისას ჭურჭელში კიტრის მასა ზომაში გაიზრდება, ამიტომ თავდაპირველად მასა ჭურჭლის მხოლოდ 1/3-ს უნდა ფარავდეს.

ამგვარად დამზადებული ლოსიონი შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ, გამოყენების წინ კი დოლბანდში გაწუროთ და გადადუღებულ ცივ წყალში (1/1) გადააზავოთ.

მშრალი კანისთვის საჭიროა კიტრის რაოდენობის გაზრდა 4/1 (4 წილი კიტრი და 1 წილი არაყი) და ლოსიონში 1 ჩ.კ. გლიცერინის ჩამატება.

პიგმენტური ლაქებისთვის კი კარგი იქნება, თუ ლოსიონში რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენსაც ჩაამატებთ. ამგვარად მომზადებული ლოსიონი შეგიძლიათ არა მარტო სახეზე, არამედ ყელსა და დეკოლტეზეც შეიზილოთ.

კიდტრის ლოსიონი შეგიძლიათ დღეში 1-2-ჯერ გამოიყენოთ.

ტანის სკრაბი ყავით და კიტრით

3 ცალი მოზრდილი კიტრი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ 4 ს.კ. სახამებელი (კრახმალი), მსხვილად დაფქული (ნალექიანი) ყავა და აურიეთ.

მიღებული მასა (შხაპის მიღების წინ) ტანის კანზე მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ტანის სკრაბის გამოყენება სახეზეც შეგიძლიათ.

სახის მათეთრებელი ნიღაბი

გახეხეთ კიტრი წვრილ სახეხზე, შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და მიღებული მასა წაისვით სახეზე მანამ, სანამ არ გაშრება.

გაშრობისთანავე სახე ჯერ ქაღალდის ხელსახოცით მოიწმინდეთ, შემდეგ კი მინერალური წყლით ჩამოიბანეთ.

სახის მკვებავი ნიღაბი

ნიღაბი მშრალი კანისთვის:

გახეხეთ კიტრი წვრილ სახეზე და მიღებული მასა 1/1-ზე პროპორციით არაჟანში გადაურიეთ (მაგ: 1 ს.კ. გახეხილი კიტრი და 1 ს.კ. არაჟანი). მიღებული მასა წაისვით სახესა და ყელზე, 15 წუთის შემდეგ კი ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი კომბინირებული კანისთვის:

გახეხეთ კიტრი წვრილ სახეხზე, დაამატეთ 1 ს.კ. მზესუმზირას ზეთი, 1 ს.კ. რძე და 1 ს.კ. ხაჭო. კარგად გადაურიეთ, დაიდეთ სახეზე, 15 წუთის შემდეგ კი ნელთბილი წყლით ან მინერალური წყლით (უკეთესია) ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ფერმკრთალი და დაღლილი კანისთვის

გახეხეთ კიტრი წვრილ სახეხზე და 1/1-ზე პროპორციით თაფლთან გადაურიეთ. დაიდეთ მიღებული მასა სახეზე, 10 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით კარგად ჩამოიბანეთ.


ნიღაბი მოშვებული ყელისთვის

საკმარისი რაოდენობის კიტრი დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად, ეს ნაჭრები ყელზე დაიფინეთ და ზემოდან მარლის სახვევით გადაიხვიეთ.

20-25 წუთის შემდეგ სახვევი მოიხსენით, კიტრის ნაჭრები ყელიდან მოიცალეთ, კანი არ ჩამოიბანოთ და ყელზე პირდაპირ მკვებავი კრემი შეიზილეთ.

თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, თქვენი ყელი გაცილებით სუფთა და გლუვი გახდება და ახალგაზრდულ იერსაც დიდხანს შეინარჩუნებთ.

🥒🥒🥒

თქვენ წარმოიდგინეთ, კიტრისგან შეგიძლიათ დაამზადოთ შესანიშნავი თმის ნიღაბი სახლის პირობებში:

კიტრისგან თმის ნიღაბი ზრდისთვის

1 ცალი მომცრო ზომის კიტრი წვრილად გახეხეთ. 1 ც. კვერცხი (გულიან-ცილიანად) ათქვიფეთ, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და კარგად გადაურიეთ (სანამ პიურესმაგვარ მასას არ მიიღებთ).

მიღებული მასა თმაზე (ძირიდან ბოლოებამდე) და თავის კანზე თანაბრად შეიზილეთ და 10 წუთით გაიჩერთ. ამის შემდეგ თავი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი გარდა იმისა, რომ სწრაფად აღადგენს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს მის ზრდას, თავის კანსაც კვებავს.

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რეკომენდებულია აღნიშნული პროცედურის კვირაში ერთხელ ჩატარება.

გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!

ესეც სცადეთ 💯

ვაშლის ძმარი თმისთვის - ჰოლივუდი ძველ რეცეპტებს ირჩევს

მშრალი თმის მოვლა - 4 მთავარი წესი!

როგორ აღვადგინოთ „დაღლილი“ სახის კანი

სახის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები