სილამაზე/ჯანმრთელობა

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან დარიჩინი და კასია?

fun time

12:00 სამ. 5 მარტი

დარიჩინის ხვეულები

14
დაკოპირებულია

დარიჩინი ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული, საუკუნეების მანძილზე ცნობილია, როგორც სამკურნალო და სანელებელი საშუალება, რაც თანამედროვე მეცნიერებამაც დაადასტურა. ძველად დარიჩინის ჩხირები უძვირფასეს საჩუქრად ითვლებოდა, დღეს კი მისი შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტშია შესაძლებელი.

დარიჩინს სხვადასხვა კერძს უმატებენ და მისი გამოყენების მრავალი რეცეპტი არსებობს.

დარიჩინი დაფნისებრთა ოჯახის ხის ან ბუჩქის ქერქისგან მზადდება, რომელსაც ტყავის მსგავსი ფოთლები აქვს.

ბუნებაში ორი სახეობის დარიჩინის ხე არსებობს:

  1. ცეილონის, რომლის ქერქიდან "ნამდვილი", ტკბილი დარიჩინი მიიღება;
  2. ჩინური, რომლისგანა კასია (ინდონეზიური დარიჩინი) მზადდება.

დარიჩინის მისაღებად ხის ქერქის შიდა ნაწილს აცლიან, მილებივით ახვევენ, აშრობენ და ფქვავენ.

დარიჩინს ყველასგან გამორჩეული სურნელი ორგანული საკვების დანამატის, ცინამალდეჰიდის დამსახურებით აქვს. სწორედ ამ დანამატის დამსახურებით ახდენს დარიჩინი ნივთიერებათა ცვლაზე და ზოგადად, ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას.

როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან დარიჩინი და კასია?

ხშირად დარიჩინად ასაღებენ კასიას. ეს სრულიად სხვა ხარისხის ყავისფერი ხის ქერქია, რომელიც ჩინეთსა და ინდონეზიაში ხარობს.

კასია ჯანმრთელობისთვის 100-ჯერ მეტ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დარიჩინი. მაგალითად კუმარინს, რომელიც თავის ტკივილს იწვევს.

სხვათა შორის, ნამდვილი ცეილონის დარიჩინი სანელებლების ბაზარზეც კი ძნელი საშოვნელია და ძვირია.

მათი ერთმანეთისგან გარჩევა ადვილია:

ცეილონის დარიჩინი კუბურ სიგარას ჰგავს, ძალიან მყიფეა, ადვილად იმტვრევა და ოხრას ფერი აქვს. შეფუთვაზე არის ხოლმე აღნიშვნა «Cinnamomum zeylonicum».

კასია უფრო უხეშია, სქელია, მოწითალო ელფერი დაჰკრავს და მკვეთრი სურნელი აქვს. ცეილონის დარიჩინსგან განსხვავებით, კასია დახვეულია მხოლოდ ერთ მხარეს და ზოგჯერ ასეთი წარწერა აქვს: «Cinnamomum aromaticum».

დარიჩინის სასარგებლო თვისებები


აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს - დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი დაგეხმარებათ LDL (ცუდი ქოლესტერინის) დონის შემცირებაში და HDL (კარგი ქოლესტერინის) დონის ამაღლებაში.

ძლიერი ანტიოქსიდანტია - კვლევაში, რომელიც 26 სანელებლის ანტიოქსიდანტური აქტივობის დასადგენად ჩატარდა, დარიჩინი აბსოლუტურ ჩემპიონად მოგვევლინა და ისეთ პროდუქტებსაც კი გაასწრო, როგორიცაა ნიორი და ორეგანოა.

აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას - დარიჩინი აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, რაც სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას იწვევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეტაბოლური სინდრომით და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. კვლევებმა დაადასტურა, რომ უზმოზე დარიჩინის მიღება სისხლში შაქრის დონეს 10-29%-ით ამცირებს.

ეხმარება საჭმლის მონელებას - დარიჩინის ექსტრაქტი როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ მედიცინაში მრავალი წელია კუჭ-ნაწლავის დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება.

დარიჩინის ზეთის მეტეორიზმისა და საჭმლის მონელების პრობლემების სამკურნალოდ გამოყენებას გვირჩევს აიურვედული მედიცინა.

ებრძვის ბაქტერიებს - ყავისფერი ალდეგიდის წყალობით, რომელიც ბაქტერიების ზრდას აფერხებს, დარიჩინს ანტიმიკრობული თვისებები აქვს.

დარიჩინისგან შეიძლება მოამზადოთ პირის ღრუს სავლები, რომელიც თქვენს სუნთქვას გააჯანსაღებს: ადუღეთ 5 ცალი დარიჩინის ჯოხი 250 მლ წყალში 5 წუთის განმავლობაში, გააგრილეთ და პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ.

შეგიძლიათ სახის ნიღაბი მოამზადოთ, რომელიც კანის სხვადასხვა გამონაყარისგან დაგიცავთ: ამისთვის ერთმანეთს შეურიეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი და მიღებული ფაფა კანზე წაისვით. ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში დატოვეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

დარიჩინის უკუჩვენება


დარიჩინის, ისევე როგორც სხვა სანელებლების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ეს გაფრთხილება ძირითადად, კასიას ეხება და გამოწვეულია კუმარინის მაღალი დონით, რომელმაც შეიძლება ღვიძლზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ცეილონის დარიჩინი ამ ნივთიერების ძალიან მცირე დოზებს შეიცავს.

ზოგი ადამიანი დარიჩინში შემავალი ცინამალდეჰიდის მიმართ ალერგიულია, რაც პირის ღრუს ლორწოვანზე წყლულების სახით ვლინდება. ასეთი შემთხვევები ძირითადად, დარიჩინის კარაქის ან დარიჩინის საღეჭი რეზინის გამოყენებისას გვხვდება.

ვინაიდან დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ეს სუნელი ფრთხილად უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებიც დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებს იღებენ.

როგორ მოვიხმაროთ დარიჩინი?

ამ სანელებლის მოხმარება სხვადასხვა კერძში შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ დაამატოთ ფაფას, იოგურტს, კეფირს და პუდინგებს.

თუ ჩირის კომპოტებს დარიჩინს დაუმატებთ, დახვეწილი გემოს მქონე, სასარგებლო სასმელს მიიღებთ, რომელიც გაციებას აგაცილებთ.

დარიჩინის ჩხირები ნებისმიერ ნამცხვარს და ღვეზელს განუმეორებელ სურნელს და გემოს ანიჭებს. ზოგი დიასახლისი დარიჩინს ხორცეულის კერძებს და სხვადასხვა მარინადს უმატებს.

დარიჩინი ყავაში


დარიჩინი ძალიან უხდება ყავას და შავ ჩაის, მწვანე ჩაისთან კი შეუთავსებელია. დარიჩინი ყავაში ასეთი პროპორციით ჩაყარეთ: 1/4 ჩ. კ. დაფქული დარიჩინი და 100 მგ ყავა. ან, უბრალოდ, დარიჩინის ჩხირი ჩადეთ ყავაში.

გარდა იმისა, რომ პიკანტურ გემოს აძლევს, დარიჩინი ყავაში დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დაიკლოთ წონაში.
დარიჩინიანი ყავის რეგულარული მოხმარება ასტიმულირებს ჰემატოპოეზის (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების წარმოქმნა) პროცესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ცხიმების წვას - განსაკუთრებით, მუცლის ცხიმის მოცილებას.

როგორ შევინახოთ დარიჩინი

დარიჩინი ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ.

დარიჩინის ჩხირები ინახება, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, დაფქული დარიჩინი კი რამდენიმე თვეში კარგავს გემოს და სურნელს. საერთოდ, დარიჩინი რაც უფრო ახალია, მით უკეთესია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის