სილამაზე/ჯანმრთელობა

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის შესახებ...“ - ჰიპოკრატეს 11 რჩევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

fun time

14:12 სამ. 20 თებერვალი

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

14
დაკოპირებულია

ძველი ბერძენი ექიმი,  რომელმაც თავისი მოღვაწეობით სამედიცინო სფეროში რევოლუცია მოაწყო და „მედიცინის მამად” იწოდა, ამბობდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა აქვს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ცხოვრების წესს და საკვებს - ჰიპოკრატე მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად სწორედ დიეტას იყენებდა.

ჰიპოკრატეს სიტყვები 2500 წელია, კვლავ აქტუალურია.

გთავაზობთ ამ უდიდესი მედიკოსის რამდენიმე ციტატას:

1. ხშირად საუკეთესო წამალი წამალზე უარის თქმაა.

დიახ, ზოგი დაავადების მკურნალობისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება მედიკამენტებზე უარის თქმაა. ეს სხეულს საშუალებას აძლევს რომ დამოუკიდებლად გამოჯანმრთელდეს.

2. თუ ცხოვრების წესის შეცვლა არ შეგიძლია, ვერავინ და ვერაფერი დაგეხმარება.

ჰიპოკრატეს ეს ციტატა პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეა. თუ ადამიანს ცვლილება არ სურს და საკუთარ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა, ის საკუთარ ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებს. როდესაც კაცი წყალში იხრჩობა, ხელი უნდა გამოგიწოდოს, რომ მისი გადარჩენა შეძლო. ამიტომ, თუ ადამიანს ცხოვრების შეცვლა არ უნდა, ის მხოლოდ იწუწუნებს და უმოქმედო იქნება.

3. უმიზეზოდ არაფერი ხდება. თუ რამე მოხდა, ამას აუცილებლად მიზეზი ჰქონდა.

ეს სიტყვები მიზეზშედეგობრივ კავშირს გამოხატავს და იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა დადებით თუ უარყოფით მოვლენას თავისი მიზეზი ან მიზანი აქვს. ზოგჯერ, როდესაც რაღაც ხდება, მიზეზს მაშინვე ვერ ვხვდებით, თუმცა დრო გვაჩვენებს, რომ მომხდარმა საჭირო ადგილზე მიგვიყვანა.

4. ადამიანის სული სიკვდილამდე ვითარდება.

პიროვნული და სულიერი ზრდა მოგზაურობას ჰგავს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ადამიანები მუდმივად სწავლობენ და ვითარდებიან და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

5. დაავადებების უმეტესობა იმისგან მომდინარეობს, რასაც ორგანიზმს ვაწვდით. მითხარი, რას ჭამ და გეტყვი, რით ხარ ავად.

უამრავი დაავადება სწორედ ჩვენი საკვებისა და იმ ნივთიერებების დამსახურებაა, რომლებსაც მოვიხმართ. ეს სიტყვები ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

6. ცხოვრება ცვლილებების ჯაჭვია.

დიახ, ცხოვრება გარდაქმნების უწყვეტი ჯაჭვია, ამიტომ ადამიანმა გამუდმებით ცვალებად გარემოებებთან და ახალ გამოწვევებთან ადაპტირება უნდა შეძლოს. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება, როგორც ცხოვრებისეული მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი, ისე მივიღოთ.

7. დაავადება ყოველთვის სიჭარბისგან ან უკმარისობისგან ანუ დისბალანსისგან ჩნდება.

კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის წონასწობის დაცვა მნიშვნელოვანია. დაავადებები ხშირად ორგანიზმში წონასწორობის დარღვევის დროს ვითარდება. ეს კონცეფცია ჰოლისტიკური მედიცინის მიდგომას შეესაბამება, რომელიც დაავადებას განიხილავს არა როგორც იზოლირებულ მოვლენას, არამედ დისფუნქციის სიმპტომს, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნებაზე, როგორც მთლიან არსებაზე.

8. შიში და სევდა, რომელიც ადამიანს ეუფლება, ავადმყოფობისკენ უბიძგებს.

ხანგრძლივმა ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დამღუპველი გავლენა მოახდინოს. ამ ციტატით ჰიპოკრატე ყურადღებას გონება-სხეულის კავშირსა და ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს.

9. სიარული საუკეთესო წამალია.

სიარულის სარგებელი უკვე ძალიან ბევრმა კვლევამ დაადასტურა. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ისეთი მარტივი და რეგულარული აქტივობა, როგორიც სიარულია, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

10. უმიზეზო დაღლილობა დაავადების შესახებ გაფრთხილებთ.

დიახ, ეს შეიძლება მოახლოებული დაავადების გამაფრთხილებელი ნიშანი იყოს. ის მოგიწოდებთ, რომ სხეულიდან მომავალ სიგნალებს ყურადღება მიაქციოთ და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს მიმართოთ.

11. არავის უამბოთ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ, თორემ გაამწვავებთ. ისაუბრეთ ჯანმრთელობაზე და ჯანმრთელობას მიიზიდავთ.

ეს სიტყვები პოზიტიური აზროვნების ძალისა და გავლენის შესახებ მეტყველებს. დადასტურებულია, რომ გონება სხეულზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ პოზიტიური მსოფლმხედველობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

***

აი, ასე - მუდმივად ცვალებად სამყაროში ჰიპოკრატეს სიბრძნე ძვირფასია მათთვის, ვინსაც არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, არამედ სრულფასოვანი ცხოვრება სურს.

ესეც საინტერესოა:

ხუნზაკუტები - მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ხალხი, რომელიც კიბოთი არასდროს ავადდება

25 საინტერესო ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ!

რა მიგვანიშნებს იმას, რომ ორგანიზმს ვიტამინები აკლია?

იმუნიტეტი - მართალია თუ არა, რომ ეს სიტყვა რომის იმპერიის მონებს უკავშირდება?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები