10 ცნობილი პერსონაჟის რეალური პროტოტიპი

კინო

16 სექტემბერი 13:00, 2018 წელი

ალბათ, ვერც წარმოიდგენდით, რომ მხოლოდ მწერლების, სცენარისტებისა თუ მსახიობების ოსტატობის დამსახურება არ არის ამ პერსონაჟების შექმნა და რომ მათ რეალური და კოლორიტული პროტოტიპები ჰყავთ...

„კარიბის ზღვის მეკობრეები“
კიტ რიჩარდსი - კაპიტანი ჯეკი ბეღურა


ამ ცნობილ ფილმში მთავარი როლის შესრულებისას დეპი ცდილობდა, სიარულით, ჟესტებითა და მანერებით კიტ რიჩარდსისთვის - The Rolling Stones-ის ცნობილი გიტარისტისთვის მიებაძა. აქედანაა სიყვარული ბენდენისა და ბეჭდებისადმიც.


არ გჯერათ? - ფილმის მესამე ნაწილში, დეპის თხოვნით, რიჩარდსმა ჯეკი ბეღურას მამა (კაპიტანი ტიგი) განასახიერა. სწორედ ამის დამსახურებაა ფენომენალური მსგავსება მამა-შვილს შორის ეკრანზე.



მიხეილ ბულგაკოვი. „ოსტატი და მარგარიტა“
ელენა სერგეევნა შილოვსკაია - მარგარიტა


მარგარიტას მთავარი პროტოტიპი, ეჭვგარეშეა, ბულგაკოვის მესამე ცოლი - ელენა სერგეევნა შილოვსკაია (1893-1970) იყო. ისევე, როგორც ოსტატსა და მარგარიტას, მათაც პირველი შეხვედრისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი და მაშინვე დაქორწინდნენ. ელენა გენერალ-ლეიტენანტის მეუღლე იყო, ის ბულგაკოვს ბალშოი გნეზდიკოვსკის შესახვევში შეხვდა, მოსკოვის მთავარი ქუჩის - ტვერსკის გვერდით.


რომანში ოსტატი და მარგარიტა პირველად სწორედ ამ ადგილას ხვდებიან, როდესაც მარგარიტა ტვერსკიდან გნეზდიკოვსკის შესახვევში ჩაუხვევს.



ოსკარ უაილდი. „დორეან გრეის პორტრეტი“
ჯონ გრეი - დორეან გრეი


ჯონ გრეი 25 წლის ასაკში 15 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა. სწორედ მისი სახელი უკვდავყო ოსკარ უაილდმა თავის ცნობილ რომანში.



მიხეილ ბულგაკოვი. „ძაღლის გული“
პროფესორი პრეობრაჟენსკი - შარლ ედუარდ ბროუნ-სეკარი


რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბულგაკოვის ფანტასტიკური ჟანრის ამ ნაწარმოებს რეალური ისტორია უდევს საფუძვლად. პროფესორი პრეობრაჟენსკი - ფიზიოლოგი. მისი პროტოტიპი - გამოჩენილი ფრანგი ექიმი, ცნობილი კლოდ ბერნარის მემკვიდრე, ფრანგი ბროუნ-სეკარი.


1889 წელს პარიზის სამეცნიერო წრეებში მეცნიერის მიერ წაკითხულმა მოხსენებამ მთელ მსოფლიოში დიდი ხმაური გამოიწვია და საზოგადოების ყურადღება მეცნიერის პერსონას მიაპყრო. ბულგაკოვი თავადაც ექიმი გახლდათ და მისთვის პრობლემა არ ყოფილა მეცნიერის აზრების მხატვრულ სიუჟეტში განვრცობა.


სიბერისკენ წასულმა ბროუნ-სეკარმა, 70 წლის ასაკში ცხოველებზე დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება და დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავების მეთოდსაც მიაგნო. მან კურდღლებისა და ძაღლების სათესლე მასალისგან დამზადებული ექვსი ინექცია გაიკეთა და ამ ექსტრაქტის შეყვანის შემდეგ იგრძნო, რომ 30 წლით გაახალგაზრდავდა - ფიზიკური და გონებრივი ენერგია დაუბრუნდა. საკუთარი მიღწევების საჯარო დემონსტრირებისთვის მეცნიერი სწრაფად არბოდა კიბეზე, რომელზეც მანამდე სვენებ-სვენებით ძლივს ადიოდა.


ფრანგი მედიკოსის ექსპერიმენტი სხვა მეცნიერებმაც გაიმეორეს და ბევრმა მათგანმა დაადასტურა „ბროუნ-სეკარის ექსტრაქტის“ ეფექტიანობა.


თუმცა, მალევე თავად ბროუნ-სეკარმა აღიარა, რომ მისი პრეპარატის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ხანმოკლე იყო და მას გვერდითი მოვლენები ახლდა. მეცნიერმა სწრაფად დაიწყო დაბერება და ექსპერიმენტიდან 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა.



ლიუის კეროლი. „ალისა საოცრებათა ქვეყნიდან“
ალისა - ალისა ლიდელი


ლიდელების ოჯახის ულამაზესი გოგონა კეროლის რჩეული იყო. სწორედ მისგან შექმნა მან ცნობილი ალისას ლიტერატურული პორტრეტი.



ბრემ სტოკერი. „გრაფი დრაკულა“


ის, რომ გრაფი ვლად III ბასაბარი (ვლადისლავ ცეპეში) ვამპირი არ ყოფილა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. გრაფი, მართალია, სისხლს არ სვამდა, მაგრამ სამაგიეროდ წარმოუდგენლად სასტიკი ადამიანი იყო (რაც გახდა კიდეც საფუძველი მსგავსი ლეგენდის გავრცელებისა). ბრემ სტოკერმა თავის რომანში რეალური ისტორიული მოვლენები აღწერა, ოღონდაც მისტიკური, გაზვიადებული სახით.


გრაფი დრაკულა რუმინეთშია დასაფლავებული (ამ ქვეყანაშია მისი ცნობილი ციხესიმაგრეც).



არტურ კონან დოილი. „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“
ჯოზეფ ბელი - შერლოკ ჰოლმსი


ბრწყინვალე ქირურგი, რომელიც ყველას აოცებდა უნარით, წამებში დაესვა პაციენტისთვის უზუსტესი დიაგნოზი.


„გამოიყენეთ გამორიცხვის მეთოდი“ - მუდმივად უმეორებდა ის თავის სტუდენტებს. სწორედ მისგან გადააკოპირა კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსი. პოპულარულ ლიტერატურულ პერსონაჟთან მსგავსებას პროფესორი არ უარყოფდა, მაგრამ იქვე კიდევ ერთ პროტოტიპზე მიუთითებდა - თავად ავტორზე.


„ეს თქვენ ხართ ნამდვილი შერლოკი!“ - წერდა ჯოზეფ ბელი თავის ყოფილ მოსწავლესა და... დეტექტივად დაბადებულ ლოიდს! მწერალს არაერთხელ გაუხსნია ჩახლართული საქმე და პოლიცია ჩიხიდან გამოუყვანია.



ინდიანა ჯონსი
ჰირამ ბინგემ III - ამერიკელი მეცნიერი, არქეოლოგი და პოლიტოლოგი


ისევე როგორც ჯ. ლუკასის პერსონაჟი, ისიც ისტორიასა და პოლიტოლოგიას ასწავლიდა პრინსტონში. ისევე როგორც ჯონსი, ბინგემიც სამხრეთ ამერიკის ისტორიის სპეციალისტი გახლდათ, 1911 წელს კი თავადაც სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, აღმოაჩინა რა „ინკების ქალაქი“ მაჩუ-პიქჩუ.



ჯეიმს ბარი. „პიტერ პენი“
პიტერ პენი - მაიკლ ლეველინ დევისი


ბავშვების ყველაზე საყვარელი და ცელქი ბიჭუნა უმცროსი იყო დევისების ოჯახში, სადაც 1897 წელს მწერალი ჯეიმს ბარი ცხოვრობდა. ნათესავები და მეგობრები მაიკლს საოცარ და ნიჭიერ ბიჭუნად მიიჩნევდნენ. ერთი ეგაა, მას ღამეული კოშმარები სტანჯავდა.


ასე დაიბადა პიტერ პენი.



ერიხ მარია რემარკი. „ტრიუმფალური თაღი“
ჯოანი - მარლენ დიტრიხი


არსებობს ძალიან ბევრი ვერსია, რომ ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღის“ მთავარი გმირის ჯოანის პროტოტიპი მარლენ დიტრიხი იყო, რომელთანაც მწერალი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პარიზში დიდ დროს ატარებდა.


დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...
ამბები

თამაშების ახალ და მასშტაბურ კონცეფციას საქართველოში „ევროპაბეთი“ დანერგავს

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...