ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, ჟურნალისტი ჯინ მაკენზი იტალიელებს ესაუბრა, რომლებიც ამბობენ, რომ საკვების შეძენა აღარ შეუძლიათ.
ჟურნალისტის თქმით, იტალიელები ოჯახების გამოსაკვებად იბრძვიან.
„იტალიის მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პირობა დადო. ხელისუფლება მოქალაქეების ხელფასების ნაწილის ანაზღაურებას გეგმავს, თუმცა ხალხს დახმარება ჯერ არ მიუღია“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.