„მაგნიტი“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე ფერმერებს პროდუქტების რეალიზებაში ეხმარება

ამბები

25 აპრილი 11:41

„მაგნიტი’’, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სამეურნეო პროდუქტის შესყიდვას ახორციელებს. კომპანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში პროდუქტები ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძინა.

აღნიშნული ქმედება ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად მიმდინარეობის წახალისებას ემსახურება. აგრარული ბაზრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ძირითადად მარნეულიდან და ბოლნისიდან მარაგდება, თბილისში დაიკეტა. მარნეულის  მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის და რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვა გაუძნელდა.  კომპანიის ეს გადაწყვეტილება კი მათი პროდუქციის რეალიზებას შეუწყობს ხელს.


„ჩვენი კომპანია ცდილობს მცირედი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს ყველა იმ პირს თუ უწყებას, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ამჯერად სოფლის მეურნეობის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, „მაგნიტმა“ პროდუქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღებ ფასად შეიძინა. ეს ქმედება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და მრავალჯერად ხასიათს ატარებს“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.


„მაგნიტმა“ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაერთი ღონისძიება გაატარა. მათ შორის, კომპანიამ Stopcov ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებას და მკურნალობას.


სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 210-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.