ექმნება თუ არა ავტომობილებს საფრთხე კარანტინისა და კომენდანტის საათის პერიოდშიც კი

ამბები

30 აპრილი 20:03

ბაჩო ახალაია „ჯი პი აი ჰოლდინგში“ ავტოზარალების მომსახურების მენეჯერია. ის ყოველ დილას, 10 საათზე სახლიდან იწყებს მუშაობას. თუკი მანამდე მისი სამუშაო დღე ერთ კონკრეტულ დროს იწყებოდა და მთავრდებოდა, ახლა სამუშაო საათები განუსაზღვრელი გახდა: მისი ასევე სახლიდან მომუშავე კლიენტები ხაზზე დილიდანვე გამოდიან და ზოგჯერ გვაინ საღამომდე გრძელდება მომსახურების დროც.

ბაჩო ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარანტინია, მისი სამუშაო დღე და დატვირთვა დიდად არ შემცირებულა. თუკი მსუბუქი ავტომობილის მძღოლების ძირითადი ნაწილი ნაკლებად მოძრაობენ, ამ დღეებში სადისტრიბუციო ავტომობილები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, სწორედ მათ, სასურსათო კომპანიების მენეჯერებს და სხვა მსგავს საქმიანობაში ვინც არის ჩართული, უფრო მეტად სჭირდებათ უფრო მისი დახმარება, ვიდრე აქამდე.


ზარალის ყოველთვიური რაოდენობა კარანტინის რეჟიმშიც კი დიდად არ შეიცვლილა. საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლის შემდეგ, „ჯიპიაის“ ავტოზარალების მენეჯერებმა 710 შემთხვევა დაარეგულირეს. ბოლო თვენახევრის განმავლობაში მხოლოდ ბაჩომ 124 ავტოდაზიანება დათვალა - ამ სტატისტიკაში როგორც სადისტრიბუციო, ასევე ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანებიც მოჰყვა.


ბაჩო ამბობს, რომ ამ პერიოდში მთავარი ზიანი, რაც შეიძლება ავტომობილების მფლობელებს მიადგეს, არის გაჩერებული მანქანების დაზიანება. ეს დაზიანება კი ბევრნაირია: სადისტრიბუციო და მსუბუქი მანქანების არასწორი პარკირება, ე.წ. „გასმა“, აივნებიდან ან აქეთ-იქით მშენებლობიდან მძიმე საგნების ზედ დაცემა, ვანდალიზმი, რომელშიც მთავარი „ეჭვმიტანილები“ პატარა ონავრები არიან, რომლებიც უნებლიედ აშავებენ.


დისტანციური სამუშაო დღის რეჟიმი შუადღემდე გრძელდება, დაახლოებით 2-3 საათისთვის კი ბაჩოს ადგილზე გასვლა უწევს, რათა ზოგიერთი დაზიანებული მანქანა დაათვალიეროს და დაზღვეულს დახმარება გაუწიოს. ადგილზე მისვლის დროს „ჯიპიაის“ ყველა მენეჯერი მაქსიმალურად იცავს უსაფრთხოების წესებს. რეზინის ხელთათმანები და პირბადე მათი სამუშაო დღის განუყოფელი ნაწილი გახდა. სოციალური დისტანციაც ყოველთვის დაცულია.


ეს, ძირითად შემთხვევაში, მაშინ ხდება, როცა მომხმარებელმა არ იცის, როგორ ისარგებლოს დისტანციური დაზღვევის აპლიკაციით ან იმდენად რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ საჭიროა დახმარების ადგილზე აღმოჩენა.


„მაგალითად, ერთი იყო, მუხათგვერდისკენ მიმავალ გზაზე ცუდი გზის გამო დაუზიანდა ავტომობილი მომხმარებელს.


კარანტინის გამო პატრულმა ძალიან დააგვიანა, მთელი საათნახევარი ველოდეთ და სანამ თავად მოვიდნენ, ევაკუატორი, გამოსაცვლელი საბურავი და სხვა ხელსაწყოები მე თვითონ წავიღე, რომ დახმარება აღმოგვეჩინა და საბურავი თავად გამოვუცვალე“, - გვიყვება ბაჩო.


ბაჩოს კიდევ ერთი უჩვეულო შემთხვევა მაშინ ჰქონდა, როცა ერთ-ერთი დაზღვეული მას, როგორც ავტომობილების ექსპერტს, ისე იწვევდა. „მანქანა ვაკეში, ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტის წინ ეყენა, აბსოლუტურად ახალი ავტომობილი იყო. ჩემგან ითხოვდა, რომ გამომეცნო, რა სჭირდა მანქანას. შენ გარდა სხვას ვერავის ვენდობიო, მაინტერესებს რამემ დაარტყა თუ „ჩარტყმული აქვსო“, მეუბნებოდა. საბოლოოდ კი გავარკვიე, რომ მძიმე საგანი ჰქონდა ზედ დაცემული“, - გვიყვება ბაჩო.



გაჩერებულ ავტომობილებს საფრთხეს მიმდებარე მშენებლობებიც უქმნის. კარანტინის პერიოდში გაჩერებულ მანქანას მეზობელი მშენებლობიდან ზედ 5-მეტრიანი კიბე დაეცა და დააზიანა.



სტიქიური მოვლენებიდან, ავტომობილს ყველაზე ხშირად ქარი უქმნის საფრთხეს. ბაჩო იხსენებს, რომ მისმა კლიენტმა, დაახლოებით, ორი კვირის წინ, მანქანა თბილისის ცენტრალურ უბანში, სახლთან გააჩერა. ღამით  ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომობილს დაეცა და დააზიანა. ბაჩო ამბობს, რომ ხის დაცემის შემთხვევები გაზაფხულზე განსაკუთრებით ხშირია.


„ვცდილობთ, კლიენტს მაქსიმალურად ავარიდოთ ზედმეტი პრობლემები და არ დავაკარგინოთ დრო, ამიტომ ვცდილობთ შემთხვევის დეტალები დამოუკიდებლად შევისწავლოთ. რაც მთავარია,  ბოლომდე ვასრულებთ  ნაკისრ ვალდებულებებს და მაქსიმალურად ვანაზღაურებთ ზარალს“, - მეუბნება ბაჩო.


და ბოლოს, მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარანტინმა და საგანგებო მდგომარეობამ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მომსახურების ხარისხი ვერ შეცვალა. გამართულმა ონლაინ-პროგრამამ აჩვენა, რომ კომპანია დისტანციური მუშაობის დროსაც თავისუფლად ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დაზღვეულებს.


აპლიკაციის მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელს შეუძლია, დაზიანებული ნაწილების ფოტოები გაგზავნოს, შეავსოს აპლიკაცია, რომელიც 3 წუთში ივსება და მიიღოს ავტომატური შეფასება. პარალელურად, გამოგზავნილ ფოტოებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც განიხილავენ და ან ადასტურებენ შეფასებას, ან მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციაზე გადიან. ამასობაში მომხმარებელი კვლავ ძველებურად აგზავნის ანგარიშის ნომერსა და მოთხოვნილ თანხას და ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ჯდება ანგარიშზე.


„ჯი პი აი ჰოლდინგს“ არ შეუწყვეტია არც ადგილზე ზარალის შეფასების სისტემაც. მათთვის, ვისთვისაც ონლაინ-აპლიკაციები უცხოა, სპეციალისტები ძველებურად, მაგრამ სპეციალური აღჭურვილობით მიდიან ადგილზე და იქვე აფასებენ ზარალს. ანაზღაურების შემატყობინებელი sms კი, როგორც წესი, რამდენიმე წუთში მოდის თქვენს ტელეფონზე.


რადგან ავტომობილის დაზიანების რისკი კვლავ აქტუალურია,  „ჯიპიაი ჰოლდინგმა”  გადაწყვიტა პანდემიის პერიოდში,  წაახალისოს ავტოდაზღვევა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს შანსი დააზღვიოს ავტომობილი და თავი დაიცვას იმ რისკებისაგან, რაც ამ პერიოდშიც აქტუალურია.


„ჯიპიაი“ საშუალებას გაძლევთ, გრძელვადიანად საკმაოდ შეღავათიანი პირობებით დააზღვიოთ ავტომობილი. 


შეიძინეთ ავტოდაზღვევის პაკეტი საშეღავათო პერიოდით „ჯიპიაიში“ და პირველი სამი თვის განმავლობაში პოლისის ღირებულების 50%-ს კომპანია თავად დაფარავს. გამოიყენეთ შანსი, დააზღვიეთ თქვენი ავტომობილი და იყავით მშვიდად საგანგებო მდგომარეობის დროსაც.


დაზღვევის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://mygpi.ge/

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.