Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

ამბები

7 ივლისი 13:07

  •  „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა
  •  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ

„მენტალ ჰაბი“ მეორე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრია, რომელიც „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ლუდომანიით დაავადებული ადამიანების გარდა უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.


„მენტალ ჰაბის“ დამფუძნებელი, ფსიქიატრი აკაკი ბურკაძე ამბობს, რომ გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან, ასევე აქტიურად არიან ჩართულები აკადემიურ საქმიანობაში.


„მენტალ ჰაბი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მულტიპროფილურ გუნდს აერთიანებს. გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან - თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე აქტიურად არიან ჩართულები აკადემიურ საქმიანობაში, ატარებენ ფსიქოლოგიურ ვორქშოპებსა და სემინარებს. ჩვენ გვაერთიანებს იდეა, რომ პაციენტზე ორიენტირებული გარემო სტიგმასთან და სტერეოტიპებთან ბრძოლით იწყება.


სწორედ ასეთ ნაბიჯად მიგვაჩნია ჩვენი ჩართვა responsible.ge-ს პროექტშიც. თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაპირველად მხოლოდ თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საჭიროება შესაძლოა ძალიან დიდი იყოს იმ სამედიცინო პერსონალისთვისაც, ვინც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ“,  - აცხადებს აკაკი ბურკაძე.


უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსები როგორც ლუდომანებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.


„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორის ლაშა გოგუას თქმით, უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი, რომელიც თებერვალში გამოცხადდა ამ დრომდე მიმდინარეობს.



„პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს, ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასთან“ სწორედ უკანასკნელი პუნქტის ნაწილია. უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი, რომელიც თებერვალში გამოცხადდა ამ დრომდე მიმდინარეობს. „კამარას“ ფსიქოთერაპევტების პროფესიონალიზმის დამსახურებით კურსი არც პანდემიის გამო შეჩერებულა და ონლაინ რეჟიმშიც წარმატებით გაგრძელდა.


მიუხედავად ჩვენს პროექტზე საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებისა, პროგრამის გამოცხადებიდან ორ დღეში ადგილები სრულად შეივსო, რამაც მსგავსი შესაძლებლობის გაფართოების საჭიროებაში დაგვარწმუნა. კამარასთან თანამშრომლობის ფარგლებში კურსს 40-ზე მეტი ადამიანი გადის. „მენტალ ჰაბის“ რესურსით კიდევ რამდენიმე ჯგუფი შედგება. ასევე დაემატება სეანსები სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვანი შეთავაზებაა პანდემიასთან გამკლავებისთვისაც.


responsible.ge-ის ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებას და ამით თამაშზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას კვლავ ვგეგმავთ “,  - აცხადებს ლაშა გოგუა.


 


რეგისტრაცია „მენტალ ჰაბში“ 8 ივლისიდან დაიწყება. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8 საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით,  გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.


„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია „დროის კონტროლი" დანერგა.


რეკლამაში დაზოგილი თანხა „ევროპაბეთს“ საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც „ევროპაბეთის“ მომხმარებლები სარგებლობენ.

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სპინალური კუნთოვანი ატროფიის პაციენტის მშობლებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით პეტიცია შექმნეს

გენეტიკური და იშვიათი დაავადების სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტის მშობლები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის "შემოგვიერთით, რათა გავხადოთ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ხმა მისაწვდომი და ყურადღესაღები" ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.