დათო ხუჯაძის ომისდროინდელი ბავშვობა და მეგობრებთან გაყოფილი ფენოვანი ხაჭაპური

ბავშვობის ფოტოები

2 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

„იმ ცხოვრებას დავაბრუნებდი, როდესაც ყველა კეთილი იყო... გალაღებული, მხიარული, კეთილი ადამიანების ნაკლებობას განვიცდი...“ - მომღერალი დათო ხუჯაძე საკუთარ ბავშვობაზე გვიამბობს.

ბავშვობაში ვოცნებობდი... მინდოდა, სულ სცენაზე ვყოფილიყავი, რა მხრივ იქნებოდა ეს, ბავშვობაში ნაკლებად იცი. გამოვიდა, რომ მომღერლობა შემძლებია და გავხდი მომღერალი.


ჩემი ცელქობის გამო... ცელქი ვიყავი, ყველაფერს ვაფუჭებდი, მათ შორის სათამაშოებს. სკოლაში ვჩხუბობდი. კლასელმა ტვინის შერყევა მიიღო ჩემს გამო, ხელიც მოვტეხე... 


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... იმ ცხოვრებას, როდესაც ყველა კეთილი იყო. ბავშვობაში სოფელში ბებია-ბაბუასთან ჩასულს სრულიად სხვა ხალხი გხვდებოდა - გალაღებული, მხიარული, კეთილი. ამის ნაკლებობას განვიცდი. მინდა, ქუჩაში სულ მხიარულ და მომღიმარ სახეებს ვხედავდე.


ადგილი, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა... სოფელი. დღემდე მაქვს იქ სახლი - ოკრიბაში, გელათის გვერდით. იქ ჩასვლა დღემდე მიყვარს. თუ მაქვს დრო, სოფელში 4-5 დღით მაინც ჩავდივარ და სულ რაღაცას ვაკეთებ - ვარემონტებ, ვაშენებ, ვამატებ. ახლა იქ არავინ ცხოვრობს და მინდა, რომ სახლი შევინარჩუნო.


ჩემი საყვარელი წიგნი... სიმართლე გითხრათ, კითხვაზე არ ვგიჟდებოდი. უფრო მეტად ბიოლოგია და ანატომია მიზიდავდა და ამ წიგნებს ვკითხულობდი.


ჩემი საყვარელი გმირი იყო... დათა თუთაშხია. მისი ფრაზები დღემდე აქტუალურია.


ჩემი საყვარელი ზღაპარი იყო... ჩემს ბავშვობაში უფრო რუსული ზღაპრები იყო, რომლებიც ძალიან მომწონდა - ივანუშკა დურაჩოკი, ბაბა-იაგა... მაშინ კარგ საბავშვო ფილმებსაც იღებდნენ, რომლებშიც საუკეთესო მსახიობები თამაშობდნენ. დღეს კი ნაკლებადაა ასეთი ფილმები.


ჩემი საყვარელი მულტფილმი იყო... ქართული მულტფილმები მიყვარდა, მათ შორის, „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“. ასევე - რუსული „აბა დამაცადე“.  


ბავშვობის სიყვარული... საბავშვო ბაღში მყავდა პირველი სიყვარული - მაია თოდუა. როგორც მახსოვს, მასაც ვუყვარდი. სიყვარული მაშინ რა იყო? ვაწვალებდი (იცინის).


„შატალოს“ გახსენებაზე... შატალოზე ხშირად დავდიოდით. მაშინ ფუნიკულიორზე საბაგირო არ მუშაობდა და კიბეზე ფეხით ავდიოდით და ჩამოვდიოდით.


მეგობრებთან ერთად... ვსვამდით ხოლმე. მაშინ ომი იყო და არანაირი გასართობი არ არსებობდა. მოვიპარავდით სადმე არაყს, ვიყიდდით ერთ ფენოვან ხაჭაპურს, ბაღში დავსხდებოდით, ხაჭაპურს 5-6 კაცზე გავყოფდით და ვაყოლებდით სასმელს. მახსოვს ჩექმებში ჩატანებული შარვლებით დავდიოდით, ვითომ ჩვენც გვარდიელები ვიყავით... მარაზმში ვცხოვრობდით.


 


8 თვის დათო ხუჯაძე


 


დათო ხუჯაძე დასთან ერთად


 


დათო ხუჯაძე დედასთან ერთად


 


დათო ხუჯაძე გიტარაზე უკრავს. ანსამბლ „ჰარმონიის“ კონცერტი


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?