„ბოლო ნახატი“ - როგორია ცხოვრება „ბავშვთა სახლის“ შემდეგ?

ჩვენ გვერდით

8 აგვისტო 20:00, 2017 წელი

ბავშვთა სახლიდან გამოსული 17 წლის ბიჭი სულ სხვა რეალობის წინაშე სრულიად მარტო რჩება. ამ ამბავს გვიყვება „ბოლო ნახატი", ახალგაზრდა რეჟისორის ვალერი ფიფიას პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. „ყველაფერს შიშველი ხელებით ვაკეთებ“, - ამბობს რეჟისორი და სპონსორის მოლოდინში „შიშველი ხელებით“ კვლავ აგრძელებს თავის საქმეს...

- პირველი ნამუშევრისთვის ძალიან მძიმე თემა შეგირჩევიათ...
- გეთანხმებით. მიუსაფარი ბავშვების ცხოვრებას თუ ჩავწვდებით, მივხვდებით, რომ ის გაცილებით მძიმეა, ვიდრე დრამა. ფილმის მთავარ პერსონაჟს, მზრუნველობამოკლებულ, 17 წლის გიორგის, რომლის როლსაც ბექა ჭელიძე ასრულებს, ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად უწევს. ფილმში მონაწილეობენ როგორც „ილიაუნის“ თეატრის პროფესიონალი მსახიობები, ისე არაპროფესიონალი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქასტინგით შევარჩიე. ყველა მეგობრულად დამიდგა გვერდით. დახურულმა ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა! მეორე ჩვენება უკრაინაში, ქართული ფილმების არასაკონკურსო ფესტივალზე მოეწყო, სადაც სრულმეტრაჟიანი ფილმებიც იყო წარმოდგენილი. როცა ნამუშევარში მთელი სული გაქვს ჩადებული და ამის შემდეგ ტაშს გიკრავენ, ვერ გეტყვით, რა ემოციაა!

- ფინანსურად ვინ დაგეხმარათ?
- ყველაფერი საკუთარი ძალებით გავაკეთე. ამ ყველაფრისთვის 6 000 ლარი დამჭირდა. პრემიერა გადაღებიდან 3 წლის შემდეგ, ერთ-ერთ კინოთეატრში შედგა. არც ფინანსები და არც ჩემი სამსახურის გადატვირთული გრაფიკი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ გადაღება დროულად დაგვესრულებინა. ჩემი პროფესია ტელეკომუნიკაციაა და ერთ-ერთ კომპანიაში 2005 წლიდან წამყვანი ინჟინერი ვარ.

- „ბოლო ნახატის“ საკონკურსო ჩვენებაზე გაგზავნა არ გიცდიათ?
- ვგეგმავდი, თუმცა ესეც თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ თანხების უქონლობის გამო ამ ეტაპზე შევჩერდი. სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც მაქვს დაწყებული, რომელიც ისეც უსახსრობის გამო გავაჩერე. ამაზე ძალიან მწყდება გული, რადგან ძალიან საინტერესო სცენარი აქვს. ესეც დრამაა, თუმცა შინაარსის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ. ეს ფილმი თუ დასრულდება, ქართული ფილმებისგან ცოტა განსხვავებულიც იქნება. სცენარი ჩემს მეგობარს, რეჟისორ ირაკლი ცხადაიას ეკუთვნის.

- ახსენეთ, რომ რეჟისურა თქვენი პროფესია არ არის. რატომ დაიწყეთ ეს საქმე?
- რეჟისურამ როდის ან რატომ გამიტაცა, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. ალბათ, ბავშვობიდან მოდის. პატარა რომ ვიყავი, რამდენჯერმე მითქვამს, რეჟისორობა მინდა-მეთქი. მოხდა ისე, რომ სხვა მიმართულებით წავედი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს საქმე ძალიან მაინტერესებდა. როგორ უნდა გადამეღო ფილმი, ამაზე ლიტერატურის წაკითხვა დავიწყე. შემდეგ ჩემს მეგობარს, ახალგაზრდა რეჟისორს გოგა ოსეფაშვილს დავუკავშირდი, რომელიც იმ პერიოდში მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდა და ერთ-ერთზე ერთობლივად ვიმუშავეთ.

- რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?
- პირველად „აგნოსტიკი“ გადავიღეთ, რომელმაც სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ბევრმა გაგვაკრიტიკა კიდეც. ამის პარალელურად „ბოლო ნახატზე“ ვმუშაობდი. 

 - კვლავ აგრძელებთ ამ საქმეს?

- დიახ. ბოლოს ჩემს მეგობარს, მსახიობსა და რეჟისორს გიორგი მეგრელიშვილს შევუერთდი, რომელიც „ჰამლეტს“ იღებდა ქართულად. დაუფინანსებლობის გამო, გადაღებები მობილური ტელეფონით მიმდინარეობდა. ამ შემთხვევაში ოპერატორის ამპლუა მოვირგე და მონტაჟის პროცესშიც ჩავერთე. საბოლოო ჯამში, კარგი ნამუშევარი გამოვიდა. დახურული ჩვენებაზე, სტუმრებთან ერთად, კინოკრიტიკოსები იყვნენ მოწვეულები და „ჰამლეტმა“ მათი მხრიდანაც დადებითი შეფასებები მიიღო. ამ ეტაპზე უკვე საკონკურსო თანხებია საჭირო.

- სპონსორის მოძიებაზე არ ფიქრობთ?
- ამის მცდელობა არაერთხელ მქონდა, მაგრამ საქართველოში სპონსორის დაინტერესებაც რთულია და ჩვენს ბაზარზე ფილმის წარმოება-გაყიდვაც. მით უმეტეს, ჩემთვის, როცა ყველაფერს შიშველი ხელებით ვაკეთებ. თუმცა რეჟისურა ჩემს მეორე საყვარელ პროფესიად იქცა და ამ საქმეს მაინც გავაგრძელებ. ახლახან ჩემმა მეგობარმა სცენარი მომაწოდა, რომელიც ომის პერიოდში აფხაზისა და ქართველის ურთიერთობას ეხება. ფინანსები თუ გამოჩნდა, აუცილებლად გადავიღებ.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?