რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის დროს მიირთმევთ ცოტა საჭმელს, ხანდახან შიმშილიც მოგიწევთ;
- დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დალიოთ 2 ლიტრი წყალი;
- დიეტის დასაწყისში ორგანიზმი საჭირო საკვებ ნივთიერებებს ვერ მიიღებს, ამიტომ შესაძლოა, შიმშილის შეგრძნებამ შეგაწუხოთ. შემდეგ ორგანიზმი მიეჩვევა ახალ რაციონს და უფრო გაგიმარტივდებათ;
- იმისთვის, რომ ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ბალანსი შეინარჩუნოთ, სასურველია, მიიღოთ მულტივიტამინები;
- დიეტის დროს ფიზიკური ვარჯიში კატეგორიულად იკრძალება;
- თუკი დიეტის პერიოდში შენიშნეთ, რომ თავს სუსტად გრძნობთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ;
- დიეტის გამეორება შესაძლებელია, მინიმუმ, 3 თვის შემდეგ!
მედიკოსების დიეტის 7-დღიანი მენიუ:
პირველი დღე: 1,5 ლიტრი გაზგასული მინერალური წყალი;
მეორე დღე: 800 გრამი უცხიმო რძე (საღამოს 8 საათამდე) და ვაშლი (შეუზღუდავად);
მესამე დღე: 1,5 ლიტრი გაზგასული მინერალური წყალი;
მეოთხე დღე: 1 კილოგრამი ბოსტნეულის სალათი (კომბოსტო, სტაფილო, მწვანილები შეზავებული ზეითუნის ზეთით) - გაყავით სალათი 4 ნაწილად და დღეში 4-ჯერ მიირთვით. უშაქრო ჩაი.
მეხუთე დღე: 800 გრამი უცხიმო რძე და ვაშლი;
მეექვსე დღე:
საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და უშაქრო ჩაი;
ლანჩი: ბოსტნეულის ბულიონი;
სადილი: მოხარშული ხორცი - 100 გრ და მწვანე ბარდა - 200 გრ;
სამხარი: ვაშლი - 2 ცალი;
ვახშამი: ვაშლი - 2 ცალი;
მეშვიდე დღე: 2 ჭიქა რძე, 1 ჭიქა კეფირი, 100 გრ. ხაჭო. საღამოს მიირთვით უშაქრო ჩაი.
დიეტის დასრულება
დიეტის შემდეგ რაციონში დღიურად დაამატეთ 100-200 კკალ პროდუქტი, სანამ კალორიულობის საჭირო დონემდე მიხვალთ;
დიეტის დასრულების შემდეგ მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც ნახშირწყლებს ნაკლები რაოდენობით შეიცავს.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!