დიეტა, სულ რაღაც, 7 დღე გრძელდება და ეს დრო, მერწმუნეთ, ძალიან სწრაფად გაივლის.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტა 7 დღე გრძელდება, თუმცა მისი შესრულება იმდენად მარტივია, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, კიდევ გააგრძელოთ.
- „ნებისმიერ სეზონურ ხილში“ არ იგულისხმება ბანანი, ყურძენი, ლეღვი, ხურმა, თუთა და სხვა, მაღალკალორიული ხილი.
- ულუფების რაოდენობა შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ, რადგან საკვების მიღების რაოდენობა გრამებში მოცემული არ არის.
- თუკი კვების შუალედში შიმშილის გრძნობა დაგეუფლათ, მიირთვით ხილი, მაწონი და ყავა (უშაქროდ).
- ეცადეთ, ვახშმის მიღება არ გადააცილოთ საღამოს 6 საათს.
- სადილში მითითებული მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი თევზი შეგიძლიათ, მეორე დღეს მოხარშული ძროხის ხორცით ჩაანაცვლოთ.
7 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ:
საუზმეზე - ნებისმიერი სეზონური ხილი და ბოსტნეული. 1 ჭიქა მინერალური (გაზგასული) წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.
მე-2 საუზმეზე (ლანჩზე) - წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა (უცხიმოდ და უშაქროდ). 100 გრამი დაბალპროცენტიანი ხაჭო და ერთი ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილზე - ბოსტნეულის სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით, მწვანილებით და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენით. მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი თევზი. ნებისმიერი სეზონური ხილი შეუზღუდავი რაოდენობით.
ვახშამზე - 100 გრამი დაბალპროცენტიანი იოგურტი დანამატების გარეშე. ძილის წინ კი, მიირთვით 200 გრამი დაბალპროცენტიანი კეფირი.
როგორც ხედავთ, დიეტა მარტივად შესასრულებელია. დღის მანძილზე შიმშილი არ შეგაწუხებთ, რადგან ჭამის შუალედებშიც შეგიძლიათ, წაიხემსოთ. დიეტაში დაშვებულია ხორცპროდუქტები, რადგან მამაკაცებს ხორცის გარეშე გაუჭირდებათ. თუკი „დონ ჟუანის“ დიეტას სრულყოფილად დაიცავთ, ერთ კვირაში მუცლის გარშემოწერილობას რამდენიმე სანტიმეტრით შეიმცირებთ, წონაში კი, საშუალოდ, 5 კილოგრამს დაიკლებთ.