ჭარბ წონასთან ბრძოლის მიზნით რეკომენდებულია ხორბლის პურის მიღება. ხორბლის პური მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც ასტიმულირებს ოპტიმიზმის, კარგი განწყობის, სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის გამომუშავებას. თუ დიეტის დროს ხორბლის პურს მიირთმევთ, ნაკლებად დაიღლებით და ორგანიზმი ცომეულსა და ტკბილეულს აღარ მოგთხოვთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის დროს პურის მიღება რეკომენდებულია ბოსტნეულთან, მცენარეულ ზეთებთან, დაბალკალორიულ ყველთან (მაგალითად, ტოფუ) ერთად. შეგიძლიათ, მოამზადოთ ბუტერბროდები, ოღონდ არა ცხიმით, ძეხვითა და მაიონეზით, არამედ ბოსტნეულის პაშტეტით.
- პურის დიეტა არ უნდა გრძელდებოდეს 1 კვირაზე მეტხანს, რადგან ის უკავშირდება ცილების შეზღუდვას და ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით.
- დიეტის განმავლობაში გამორიცხეთ ალკოჰოლი.
- არ დაგავიწყდეთ დღის მანძილზე 2 ლიტრამდე წყლის მიღება.
გთავაზობთ პურის დიეტის ერთკვირიან მენიუს:
ორშაბათი
საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა უშაქროდ. 1 ნაჭერი დიეტური პური და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: წყალზე მოთუშული კომბოსტო და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: კიტრი-პომიდვრის სალათა ბოლოკით და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.
სამშაბათი:
საუზმე: 2 ნაჭერი დიეტური პურისა და უცხიმო ხაჭოს ბუტერბროდი.
ლანჩი: გახეხილი სტაფილოს სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი (კანგაცლილი) და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: დაბალპროცენტიანი იოგურტი - 100 გრ.
ვახშამი: 1 ცალი ვაშლი.
ოთხშაბათი:
საუზმე: ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოთუშული ბოსტნეული და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: კიტრი-პომიდვრის სალათა ბოლოკით და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.
ხუთშაბათი:
საუზმე: დაბალპროცენტიანი იოგურტი - 100 გრ.
ლანჩი: ჭარხლის სალათა, შეზავებული ზეითუნის ზეთით.
სადილი: მოხარშული თევზი, კიტრი-პომიდვრის სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: უმი კომბოსტოს სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 2 ცალი მსხალი ან ფორთოხალი.
პარასკევი:
საუზმე: 1 ცალი გრეიფრუტი. 1 ნაჭერი დიეტური პური და მწვანე ჩაი.
ლანჩი: გახეხილი სტაფილოს სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრი-პომიდვრის სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 2 ნაჭერი დიეტური პურისა და უცხიმო ხაჭოს ბუტერბროდი.
ვახშამი: დაბალპროცენტიანი იოგურტი.
შაბათი:
საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა უშაქროდ. 1 ნაჭერი დიეტური პური და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: კიტრი-პომიდვრის სალათა ბოლოკით და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.
კვირა:
საუზმე: ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ლანჩი: უმი კომბოსტოსა და კიტრის სალათა. 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოხარშული თევზი, კიტრი-პომიდვრის სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 2 ნაჭერი დიეტური პურისა და უცხიმო ხაჭოს ბუტერბროდი.
ვახშამი: დაბალპროცენტიანი იოგურტი.