ნიახურის დიეტა გათვლილია 14-დღეზე, მაგრამ მისი ხანგრძლივობა ნუ შეგაშინებთ, რადგან დღის მანძილზე საკმაო რაოდენობის საკვებს მიიღებთ და შიმშილის შეგრძნება არ შეგაწუხებთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- თუ გსურთ, მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოთ, მენიუში მოცემული ინგრედიენტები არ შეცვალოთ;
- რაციონიდან ამოიღეთ შებოლილი პროდუქტები. ცომეული, ტკბილეული, ასევე, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები;
- შეეცადეთ, მარილზე მთლიანად უარი თქვათ ან მინიმალური რაოდენობით მოიხმაროთ;
- დღის მანძილზე დასაშვებია, მიიღოთ უშაქრო ყავა და ჩაი;
- ნიახურის წვნიანი შეგიძლიათ, მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით.
- დიეტის 2 კვირაზე მეტ ხანს შესრულება სასურველი არ არის. დიეტის გამეორება შეგიძლიათ მისი დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
- ნიახურის წვნიანი შეგიძლიათ, მიიღოთ როგორც ცხლად, ასევე ცივად.
ნიახურის წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა:
ნიახური - 200 გრ;
კომბოსტო - 200 გრ;
სტაფილო - 3 ცალი;
ხახვი - 1 ცალი;
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი;
პომიდორი - 3 ცალი.
ბოსტნეული და ნიახური გარეცხეთ, დაჭერით და მოათავსეთ ქვაბში.
დაასხით 3 ლიტრი წყალი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კერძს, სასურველია, მარილი არ დაამატოთ, თუმცა, თუკი მარილზე უარს ვერ ამბობთ, დაამატეთ მინიმალური რაოდენობით.
ნიახურის დიეტის 2-კვირიანი მენიუ:
პირველი დღე:
დღის მანძილზე მიიღეთ ნიახურის წვნიანი და ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა;
მეორე დღე:
ნიახურის წვნიანი და სხვადასხვა ბოსტნეული (უმად).
მესამე დღე:
ნიახურის წვნიანი და ბოსტნეული უმად.
ვახშამზე - 2 ცალი მოხარშული კარტოფილი.
მეოთხე დღე:
ნიახურის წვნიანი, 3 ცალი ბანანი და 1 ლიტრი კეფირი.
მეხუთე დღე:
ნიახურის წვნიანი. 200 გრამი მოხარშული ხორცი (ქათამი, ძროხა), 1 კილოგრამი პომიდორი და აუცილებლად დალიეთ 2 ლიტრი წყალი.
მეექვსე დღე:
ნიახურის წვნიანი და 300-400 გრამი მოხარშული ხორცი (ქათმის ან ძროხის).
მეშვიდე დღე:
დიეტის მეშვიდე დღეს, ნიახურის წვნიანთან ერთად, მიირთვით უმი ბოსტნეული და მოხარშული ბრინჯი.
მერვე დღიდან გაიმეორეთ დიეტის მენიუ (პირველი დღიდან მოყოლებული).
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!