ვერძი - ამ კვირაში ახალი რომანტიკული თავგადასავლები გელით. მარტოსული ვერძები შეიძლება დაქორწინდნენ კიდეც. ხოლო დაქორწინებულებს ვურჩევ, ცდუნებებს არ აჰყვნენ. სხვა მხრივ, საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია თქვენთვის და გამოიყენეთ!
კურო - თქვენ გარშემო მოვლენები უფრო სტაბილური ხდება. შეგიძლიათ, დატკბეთ ცხოვრებით. შემოსავლების ზრდაც მოსალოდნელია.
ტყუპები - ყველა საქმეს ისე მოაგვარებთ, როგორც თავად მოისურვებთ. ეცადეთ, საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ. ახლა თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების დროა.
კირჩხიბი - ნუ აგიტანთ პანიკური შიში და უგუნებობა. ყველაფერი კარგადაა, მთავარია, თქვენ რა კუთხით შეხედავთ მოვლენებს. მეგობრები დაგეხმარებიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
ლომი - თქვენ გევალებათ საქმეების ბოლომდე მიყვანა, ეს კვირა ამისთვის გამოიყენეთ, სხვაგვარად თქვენი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. იყავით ყურადღებით. სხვა მხრივ, უენერგიობას არ უჩივით და წარმატებების ალბათობაც არის!
ქალწული - საქმეები უკეთესობისკენ მიდის. სასურველია, ამ კვირაში დაწყებული ნაცნობობა რომანტიკულ კავშირებში არ გადაიყვანოთ. შეგიძლიათ, ცხადად განჭვრიტოთ საკუთარი მომავალი.
სასწორი - ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ, თუ ამას მოინდომებთ. ნუ იყოყმანებთ და ყველაფერში ეჭვს ნუ შეიტანთ. თუ დაგჭირდებათ, ახლობლებიც გვერდით დაგიდგებიან. პოზიტიური კვირა გელით.
მორიელი - ფინანსური საკითხების მაქსიმალური ყურადღებით გადაჭრა მოგიწევთ. სასურველია, ცოტა შეისვენოთ, რათა ენერგიის მოგროვება შეძლოთ. ოჯახის წევრებისგან მხარდაჭერას იგრძნობთ.
მშვილდოსანი - ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ შეიძლება გეგონოთ. მზის ოპოზიციური დგომის გამო, განსაკუთრებით მესამე დეკადის მშვილდოსნებს სიფრთხილე მართებთ გზებზე. მედიტაციები და იოგა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში.
თხის რქა - მეტისმეტი რაციონალიზმი ყოველთვის გამოსავალი არ არის, არც ზედმეტი ემოციურობა. შეინარჩუნეთ წონასწორობა, დაიცავთ ოქროს შუალედი, შესაბამისად, ყველაფერს მშვენივრად გაართმევთ თავს.
მერწყული - მერწყულებო, თავს ნუ დაიტვირთავთ მძიმე სამუშაოთი, არც უპასუხისმგებლობა გამოიჩინოთ. იყავით ყურადღებიანები ახლობლების მიმართ. პოზიტიური პერიოდია თქვენთვის.
თევზები - უხასიათობა და სევდა არ არის გამოსავალი. მიმართეთ მეგობრებს, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში. ახალი ბიზნესშემოთავაზება ელის ზოგიერთ თქვენგანს. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი და ხელიდან ნუ გაუშვებთ სამყაროდან მოცემულ შანსებს
წარმატებები თქვენ!