საჩუქრის შერჩევა - გაეცანით კონკრეტულ და სასარგებლო რეკომენდაციებს

იცით თუ არა...

11 დეკემბერი 15:00, 2020 წელი

რა ვაჩუქო? - ეს კითხვა, ალბათ, ბევრჯერ გაგჩენიათ, მით უფრო, ისეთი დღესასწაულის წინ, როგორიც შობა-ახალი წელია. ამ დროს ხომ უფრო მეტი ფიქრი გვიწევს, რადგან გვსურს, მივუძღვნათ საახალწლო საჩუქარი მშობლებს, საჩუქარი საყვარელ ადამიანს, საჩუქარი ბავშვს, საჩუქარი კოლეგას...

ნებისმიერ ჩვენგანი ვცდილობთ, ისეთი ორიგინალური საჩუქარი შევარჩიოთ, რომლითაც მომავალ პატრონს გავაოცებთ, ვაისამოვნებთ და ვასარებლებთ კიდეც.
არადა, ზოგჯერ, გარკვეული გარემოებების გამო, შეიძლება, საჩუქრი არაკორექტულად იყოს აღქმული და ადამიანს უნებლიეთ ვაწყენინოთ.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზოგადად საჩუქარს, ძალიან ხშირად, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით ვირჩევთ ან იმ ნივთს ვჩუქნით, რომელიც ჩვენ მოგვწონს და ვიმედოვნებთ, რომ საჩუქრის ადრესატსაც მოეწონება. მერე კი შეიძლება გულიც დაგვწყდეს, თუკი სანაცვლოდ აღრთოვანებულ გამომეტყველებას ვერ დავინახავთ, მიუხედავად იმისა, საჩუქარი იაფად შევიძინეთ თუ ძვირად.


ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, ამ ფაქიზ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ საჩუქრის ადრესატის:



  • ხასიათი და ჩვევები;

  • ჰობი;

  • პროფესია;

  • სქესი და ასაკი;

  • მისი კრეატიულობა;

  • იუმორის დონე;

  • მის ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა;

  • დღესასწული, რომელიც საჩუქრის მიზეზად იქცა.



მაშ ასე - როგორ ვასიამოვნოთ საჩუქრით საჩუქრის ადრესატს?


დავიწყოთ „მძიმე არტილერით“:



როგორ შევარჩიოთ საჩუქარი მამაკაცებისთვის?


1. პირველი და ყველაზე გამოცდილი რეკომენდაცია: თუკი მამაკაცი ავტომობილის მოყვარულია და, მით უფრო, თუკი მისთვის მანქანა ყველაზე ახლო მეგობარია, აქ ბევრი ფიქრი არც არის საჭირო. ამ შემთხვევაში საუკეთესო საჩუქარია
ნებისმიერი ავტო-დივაისი, რომელთა არჩავანიც საკმაოდ დიდია - როგორც ფასების, ასევე დანიშნულების მიხედვით;

2. ამ პანდემიაში მძღოლისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება მანქანის ელექტრონული იონიზატორი, რომელიც ჰაერს წმენდს, მტვრის ნაწილაკებსა და ბაქტერიის მიკრობებსაც ანადგურებს და, შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა;


3. თუკი ორიგინალური საჩუქარი იაფად გსურთ შეარჩიოთ, ეს შეიძლება იყოს მანქანის სტიკერები, რომლის დიზაინსაც, ადრესატის გემოვნების გათვალისწინებით, თავად შეარჩევთ - მაგალითად, მისი საყვარელი სპორტული გუნდის ემბლემით,  რამე სახუმარო წარწერით და ა.შ.; და აქვე იდენტური დიზაინის მაცივრის მაგნიტებიც მიაყოლით კომპლექტში - გარეთაც ემახსოვრებით და სახლშიაც, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მანქანა და მაცივარი მამაკაცის ყველზე საყვარელი ლოკაციებია.

4. მამაკაცებისთვის, რაღა თქმა უნდა, უნივერსალურ და კლასიურ საჩუქრად ყოველთვის რჩება თმის და წვერის მოვლის საშუალებები, ელექტრომოწყობილობები და პარფუმი;


როგორ შევარჩიოთ საჩუქარი აქტიური ადამიანებისთვის?


აქტიურ ადამიანს, როგორც მამაკაცს, ისე ქალს, რომელიც სულ მოძრაობაშია, უყვარს ლაშქრობები, ცა ქუდად რა მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, უმჯობესია მისი ცხოვრებრის სტილისთვის შესაფერისი და სასარგებლო ნივთი მიუძღვნათ, იქნებ ეს ტურისტული საჭიროებების ნაკრები, გასაბერი ბალიში, ჭიქა-მადუღარა, თუ რამე დივაისი - მაგალითად, ჰოვერბორდი, რომელსაც დიდი არჩავნი აქვს, როგორც ფასისა და მოდელების, ასევე ასაკობრივი სეგმენტის მხრივ. თუკი ჰოვერბორდის ჩუქებას გადაწყვეტთ, აქვე გიკარნახებთ ჩვენი მეგობარი ვებვერდის მისამართსაც: hoverboards.ge


 


როგორ შევარჩიოთ საჩუქარი ქალისთვის?


აი, ქალის საჩუქარი კი ცოტა რთული ასარჩევია, მით უფრო, როცა საჩუქარი საყვარელი ქალისთვის გსურთ.


ამის მიზეზი, ალბათ, ქალის რომანტიკული ბუნება და ცვალებადი ხასიათია.

კაცებს ტრადიციულად მიაჩნიათ, რომ საუკეთესო საჩუქარი გოგოსთვის ძვირად ღირებული პარფიუმერია და კოსმეტიკაა. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა როცა ქალს პარფუმს ან კოსმეტიკის ნაკრებს ჩუქნით, გირჩევთ, ღრმად უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ზუსტად იცით ქალის გემოვნება და ის, თუ რა მოეწონება მისი ასაკის მანდილოსანს. მაგალითად, Lancôme-ის Hypnose Homme, რომელიც უძვირფასესი პარფუმი და ნამდვილი ბესტსელერია, ნალებად მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა გოგოს გემოვნებაში ჩაჯდეს.
ამიტომ ახალგაზრდა ქალბატონებისთვის გაცილებით საინტერესო საჩუქარი იქნება, მაგალითად: პარფიუმერული მაღაზიის ვაუჩერი (ეს შეყვარებული ბიჭების საყურადღებოდ); პროფესიონალი ფოტოგრაფის ფოტოსესია (ასეთ საჩუქარს ნამდვილად დაგიფასებთ); სასარგებლო დივაისი; აი, რბილი სათამაშოები კი ბოლო ვარიანტად შემოინახეთ.


 


როგორ შევარჩიოთ საჩუქარი მშობლებისთვის?


მშობლების საჩუქარი ღრმა აზრს და  პოზიტიური ემოციების მუხტს უნდა ატარებდეს.  დედ-მამისთვის მიერთმეული საჩუქრი უნდა აჩვენებდეს იმას, რომ თქვენ იცით, რა მოსწონთ ახლა და გახსოვთ, რა უყვარდათ ადრე. მაგალითად, შეგიძლიათ მოიძიოთ მათი ახალგაზრდობის დროინდელი სუვენირები, სათამაშოები, წიგნები.


 ***


დასასრულ, უნდა ითქვას, რომ რა საჩუქარიც არ უნდა მიართვათ ადამიანს, მთავარია ეს ყურადღება იყოს გულწრფელი, იგრძნობოდეს თქვენი მზრუნველობა. და როცა თქვენ სიყვარულით ჩუქნით, ნებისმიერი საჩუქარი, წვრილმანიც კი, უდიდეს ძღვენად იქცევა!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?