მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გერმანიის ეკლესია უსიტყვოდ დაემორჩილა ახლა კი ქვეყანაში სკოლების გახსნაზეც კია საუბარი.
ექიმი მიიჩნევს, რომ სახლში დარჩენისა და ლოცვის გარდა ყველა გადაწყვეტილება დიდი ცოდვაა, რომლის მონანიებასაც თაობები დასჭირდება.
"არ შემეძლო არ დამწერა. თუმცა ეს ბოლო მცდელობაა.
გერმანიაში დღეს უკვე ზომების შესუსტებაზე და სკოლების გახსნაზეა საუბარი. კათოლიკურმა აღდგომამ ჩაიარა...
გაგიკვირდებათ და არანაირ დისკუსიას ადგილი არ ჰქონია. მთავრობამ განკარგულება გასცა და ეკლესია უსიტყვოდ დაემორჩილა. საღვთო მსახურებაზე უარი, რა თქმა უნდა არავის უთქვამს, არც ერს და არც ბერს!!! სასულიერო პირები ეკლესიაში ლოცულობდნენ და მრევლი კი მათთან ერთად, იმავე დროს სახლში. წირვა ტელევიზიით, რადიოთი და ონლაინით გადაიცა. ეს არის პროგრესული ქვეყნის პროგრესული გადაწყვეტილება!!!
არ შეიძლება ასეთი სერიოზული გადწყვეტილება, რომელზეც ქვეყნის და სრულიად საქართველოს მოსახლეობის ბედია დამოკიდებული, ჩვეულებრივ ადამიანს მივანდოთ, რომელსაც ჰგონია, რომ სახლში დარჩენით "ხორციელსა და სულიერს" შორის არჩევანს აკეთებს. რატომ ვაკისრებთ უბრალო ადამიანებს ასეთ პასუხისმგებლობას და რატომ ვთხოვთ ამდენს?
‼️ეკლესიამ მისცეს მრევლს კურთხევა და ყველა ქართველმა ერთად, ერთ დროს ეკლესიის შიგნით და გარეთ, საქართველოს შიგნით თუ გარეთ ერთად ვილოცოთ...
ყველა სხვა გადწყვეტილება უბრალოდ დანაშაული და უდიდესი ცოდვა იქნება, რომელსაც არა მარტო თავად ამ გადწყვეტილების მიმღებნი, არამედ მთელი მათი შთამომავლობა ვერასოდეს მოინანიებს!
‼️არ გვჭირდება ექიმებს აპლოდისმენტები, უბრალოდ ნუ მოგვკლავთ პირდაპირი თუ არა პირდაპირი გაგებით. ჩვენთვის თითოეული დაკარგული პაციენტი თითო სიკვდილია...
#დაგვეხმარეთრომდაგეხმაროთ"