- როგორ შეძელით, თქვენი სალონი სხვა სალონებს რომ არ დამსგავსებოდა?
- ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. როცა რაღაც ახალი იხსნება, ყოველთვის ადარებენ სხვას, იქ ასე ღირს, აქ სხვა ფასი რატომ არის და ა.შ. ვინც ხარისხიანი პროდუქცია იცის, ყურადღებას აქცევს სტერილიზაციას და ჯანმრთელი ფრჩხილები უნდა. ეს ყველაფერი Nail Gallery-შია. ჩვენთან, ძირითადად, აპარატურული მანიკიური კეთდება.
ნუნები აპარატით მუშავდება, რაც ძალიან უსაფრთხო და ეფექტურია. სამწუხაროდ, ეს აპარატურა ბევრ სალონში არ აქვთ. არასოდეს გავაფუჭებ ხარისხს, არასოდეს მექნება ჩინური პროდუქცია და არასოდეს დაუზიანდება ჩვენს მომხმარებელს ფრჩხილები, რასაც სხვადასხვა სალონებიდან მოსული ბევრი მომხმარებელი უჩივის.
მთავარი აქცენტი ხარისხზე, პროფესიონალ სპეციალისტებსა და უმაღლეს მომსახურებაზე გავაკეთე.
- რა პროდუქციით ემსახურებით Nail Gallery-ს მომხმარებელს?
- რაც შეეხება პროდუქციას, ვმუშაობთ მხოლოდ ისეთი ბრენდებით, როგორიცაა: Gelish, Orly, IBD, Elite და ასე შემდეგ. ასევე, ვაპირებ კანადური, ძალიან ხარისხიანი ბრენდის შემოტანას, რაც დღეს თბილისში არავის აქვს. გვაქვს ნუნების, ომბრეს, ე.წ. აეროგრაფი და ძალიან მაღალი ხარისხის შილაკის საშრობი აპარატები, რომელიც 30 წამში აშრობს.
- თქვენთან მოსული მომხმარებლისთვის რა არის პრიორიტეტული?
- ჩვენი მომხმარებელი, პირველ რიგში, მომსახურების ხარისხსა და შედეგს აღნიშნავს. ძალიან მოსწონთ გარემო. ამბობენ, რომ ჩვენთან ყველაფერია სასიამოვნო განწყობისა და სიმყუდროვისთვის.