ნათიას მუსიკალური შესაძლებლობები სტეფანემ ჯერ კიდევ 2014 წელს „X ფაქტორში“ აღიარა. ნათიას სიმღერის დასრულების შემდეგ ემოციები სკამზე ასვლითა და შეძახილებით გამოხატა, მისთვის არც კომპლიმენტები დაიშურა, რასაც ჟიურის სხვა წევრზე, სოფო ტოროშელიძეზე ვერ ვიტყვით. მან კონკურსანტს ხელოვნური უწოდა და „არაც“ თამამად უთხრა.
სტეფანემ ნათია თოდუას გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა და თავის ემოციებზე Funtime-თანაც ისაუბრა:
- ნათიას გამარჯვება, ალბათ, მხოლოდ მე არ გამხარებია. სასიხარულო ფაქტი მოხდა! გერმანული voice-ის მოგება სახუმარო თემა არაა! მგონია, რომ ეს გამარჯვება მისი დიდი კარიერის დასაწყისია. ნათიას ის განსაკუთრებული ორიგინალურობა აქვს, რის გამოც გაიმარჯვა. ის არავის ჰგავს! სწორად მოიგო! გერმანიაში რომ წავიდა და ამხელა პროექტში სცადა ძალები, ძალიან კარგად მოიქცა! მივულოცე კიდეც და თვითონაც მომწერა.
- თუ იცით, ამ გამარჯვების შემდეგ რა პრიორიტეტებით ისარგებლებს ნათია?
- სხვებივით მეც ჭორის დონეზე გავიდე, რომ ნათია ევროვიზიაზე გერმანიას წარადგენს.
- 2014 წელს ნათიას გამოსვლა ყველაზე დადებითად თქვენ შეაფასეთ. მას შემდეგ თუ გქონდათ ნათიასთან ურთიერთობა?
- ნათიას მუსიკასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ასე რომ, იმ „X ფაქტორის“ შემდეგ, როგორც მუსიკოსებს, ერთმანეთთან კონტაქტიც გვქონდა.
- რჩევებს თუ აძლევდით ნათიას?
- მუსიკოსებს ერთი ენა გვაქვს და უამრავ საკითხზე გვიწევდა საუბარი.