სად ვიყიდოთ იდეალური კლიმატი?

NEW

13 აგვისტო 13:44

ჰაერის დატენიანება და იონიზაცია ეს ის ტერმინებია, რომლებსაც იდეალური კონდიციონერის აღწერის დროს აუცილებლად გაიგებთ. მასზე ბევრს ლაპარაკობენ და ჰაერის კონტროლის ტექნიკასაც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ.

და მაინც, როგორია იდეალური გარემო ბინაში ადამიანისთვის, შინაური ცხოველებისთვის ან მცენარეებისთვის?


ესაა, პირველ რიგში, იდეალური სითბო; ენერგოეფექტური ტექნოლოგიური მოწყობილობები, რომელიც არის როგორც ეკოლოგიური, ასევე - ეკონომიური და სწორად დატენიანებული ჰაერი წლის ნებისმიერ დროს.


როგორია იდეალური კლიმატი ოთახში?


ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანხმდებით იმაზე, რომ იდეალური კლიმატი მხოლოდ ტემპერატურას არ ნიშნავს. დაბერვის კუთხე და სიხშირე, ძილის დროს ტემპერატურის კონტროლის შესაძლებლობა, დაბალანსებული ნესტიანობა და ენერგოეფექტურობა - ეს უნდა იყოს ყველა თანამედროვე ჰაერის კონტროლის მოწყობილობის მახასიათებელი.


ბინაში იონიზაცია ბუნებრივად არ ხდება, რადგან იქ არსებულ ჰაერზე ბუნებრივი წყაროს ზემოქმედება არ ხდება. ამიტომაც სპეციალურ მოწყობილობებს ვიყენებთ: ჰაერის დამატენიანებლებს კონდიციონერებთან ერთად.


ჰაერის იონიზაცია ნიშნავს, რომ უმჯობესდება ძილის ხარისხი, შრომისუნარიანობა, იზრდება იმუნიტეტი, ნორმალიზდება ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჩქარდება მეტაბოლიზმი, იწმინდება ჰაერი მტვრისგან და ალერგენებისგან.


როგორც წესი, ჰაერის კონტროლის მოწყობილობებს მხოლოდ გათბობისა და გაგრილების ფუნქცია აქვთ, ჰაერის იონიზაციისთვის კი მომხმარებელი დამატებით დამატენიანებელს ყიდულობს.


თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია ისეთი ტიპის გაგრილების თუ გათბობის სისტემების შეძენა, რომლებსაც იდეალური ტემპერატურისა და დამატენიანებლის ერთდროულად შექმნა შეუძლიათ.


Mitsubishi Electric - ნახევარსაუკუნოვანი საერთაშორისო გამოცდილება


ტექნიკის გიგანტი Mitsubishi Electric 1921 წლის 15 იანვარს დაარსდა და თითქმის საუკუნეა, რაც მსოფლიო ბაზარზე გათბობა /გაგრილების სისტემებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას  აწარმოებს. კომპანიის მიერ შექმნილი ძრავებით და სხვა ტექნიკური დეტალებით დღეს სხვა ტექნოლოგიური ბრენდები სარგებლობენ.


Mitsubishi Electric-ის კონდიციონერების შეძენა საქართველოში 2019 წლიდან ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსშია“ შესაძლებელი.


„გრანდ ელექტრონიქსის“ ფილიალებს შეხვდებით ვარკეთილში, გლდანში, სავაჭრო ცენტრ „მეგალაინში“, „ისთ ფოინთში“ და ძალიან მალე, უკვე საბურთალოს „სითი მოლშიც“.


ინოვაციური ტექნიკა იდეალური გარემოსთვის


საქართველოში, „გრანდ ელექტრონიქსის“ ფილიალებში შეძლებთ, შეიძინოთ ჰაერის კონტროლის თანამედროვე და ინოვაციური სისტემები Mitsubishi Electric-სგან, რომლებშიც ჩამონტაჟებულია wifi-მართვა. ეს მახასიათებელი მომხმარებელს აძლევს საშუალებას მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს დაბერვის კუთხე და სიხშირე; ძილის რეჟიმის ტემპერატურა; ელექტროენერგიის გამოყენების დათვლა; ტაიმერის დაყენება და ასევე ფუნქციების გაზიარება ოჯახის წევრებისთვის მობილური ტელეფონით.


კონდიციონერებში ჩამონტაჟებული იონიზაციის ფუნქცია კი უზრუნველყოფს ჰაერის დამატებით წმენდას ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.



როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი ჩვენი ბინისთვის


ოპტიმალური სიმძლავრე - ეს ის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომლის მიხედვითაც უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორი ტიპის კონდიციონერი გვჭირდება. თუ სიმძლავრე საჭიროზე ნაკლებია, მაქსიმალური ეფექტი ვერ მიიღწევა, მოგვიწევს, კონდიციონერი უწყვეტ რეჟიმში ვამუშაოთ, ეს კი სისტემის გადატვირთვას და დანადგარის მწყობრიდან დროზე ადრე გამოსვლას გამოიწვევს.


იმისათვის, რომ გამოვთვალოთ, თუ რა სიმძლავრის კონდიციონერი გვჭირდება, საჭიროა ჩვენი ბინის ფართობი გავყოთ 10-ზე. მაგალითად, თუკი ბინა 40კვ.მ-ია, კონდიციონერის ოპტიმალური სიმძლავრე 4კვტ უნდა იყოს. ასევე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შენობაშ მომუშავე სხვა ტექნიკის რაოდენობა და თითოეულ მოწყობილობაზე 0.5კვტ დავამატოთ. ასევე, დავუმატოთ ბინაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობაც და ერთ ადამიანზე +100 ვატი ვიანგარიშოთ.

დღის ჰოროსკოპი

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

6 ოქტომბერს „გრანდ ელექტრონიქსის“ კიდევ ერთი ფილიალი იხსნება

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ტექნიკის მოყვარულებს - 6 ოქტომბერს, „სითი მოლის“ საბურთალოს ფილიალში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ ახალი ფილიალი გაიხსნება.
დღის ჰოროსკოპი

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.
დღის ჰოროსკოპი

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

Ardesto-ს საოჯახო ტექნიკა განსაკუთრებულ ფასად

რა ქმნის სახლში კომფორტს - იდეალური ტემპერატურა? გემრიელი ვახშამი დღის ბოლოს? ცხელი შხაპი სამსახურის შემდეგ? - შეიძლება კომფორტის განმარტება ყველასთვის სხვადასხვაა, თუმცა სახლში მისი შექმნა ტექნიკის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.
დღის ჰოროსკოპი

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29  სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?