იოსებ ტლაშაძე: „ნიჭიერის“ სცენაზე წარმოდგენილი ნომრისთვის 3 წელი ვვარჯიშობდი!“

ნიჭიერი

19 ოქტომბერი 18:00, 2017 წელი

თვითნასწავლმა ეკვილიბრისტმა იოსებ ტლაშაძემ „ნიჭიერის“ მაყურებლისა და ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია. დღეს 26 წლის ხიდისთაველი ბიჭი Funtime-ის მკითხველს საკუთარი ცხოვრების შესახებ ესაუბრება.


- „ნიჭიერში“ მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება თავად მივიღე. ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი მყავდა, მაგრამ მამა განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდა და დიდი გავლენაც იქონია ჩემს ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს სფერო ნაკლებად პერსპექტიულია, არასდროს უთქვამს, თავი დაანებეო.
მამა 6 წლის წინათ ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ის პერიოდი სევდიანად მახსენდება, რადგან მას ჩემი აკრობატული ილეთების დანახვა სიცოცხლეშიც არ შეეძლო. მამა გარდაცვალებამდე 8 წელი უსინათლო იყო.




- „ნიჭიერისთვის“ როგორ ემზადებოდით?

- „ნიჭიერის“ სცენაზე წარმოდგენილი ნომრისთვის 3 წელი ვვარჯიშობდი! სულ ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი. საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვარ და სწორედ ეს თვისება მეხმარება, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. 


- ალბათ, მაყურებლისა და ჟიურის მხრიდან ასეთ დადებით ემოციებსაც ელოდით...
- სცენაზე საკუთარ თავში დარწმუნებული გავედი, სხვაგვარად არც მივიღებდი მონაწილეობას, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ასეთ შეფასებასა და გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი.


- რას ელოდებით შემდეგ ტურებზე ან კონკურენციაზე რას ფიქრობთ?
- ვფიქრობ, რომ შემდეგ ტურებშიც მოვახერხებ გადასვლას. უფრო მეტი ხალხი გამიცნობს და შემიყვარებს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! რაც შეეხება კონკურენციას, ჩემი თავის კონკურენტი, პირველ რიგში, თავადვე ვარ და „ნიჭიერი“ მაძლევს შანსს, კიდევ უფრო რთულად შესასრულებელი ნომრები წარმოვადგინო. 


- როდის დაინტერესდით აკრობატიკით?
- 7-8 წლის ასაკიდან. ფილმებმა იქონია დიდი გავლენა. ექსტრემალური ილეთების ყურება მიყვარდა. ჩემი კერპი ჯეკი ჩანი იყო. მისი ილეთების გამეორებას ვცდილობდი. ყველა აღნიშნავდა, რომ კარგად გამომდიოდა და ასე შემიყვარდა აკრობატიკა.


- თქვენი საქმიანობა საკმაოდ რისკიანია. ამაზე რამდენად ფიქრობთ?
- უბრალოდ, ძალიან ფრთხილი ვარ, არამხოლოდ ვარჯიშის დროს, ცხოვრებაშიც. ილეთის სირთულის დასაძლევად სხეულს შესაბამისად ვამზადებ და უკვე აღარაფერია საშიში!


- სად ვარჯიშობთ?
- ძირითადად, სახლში, რადგან ხელების ბალანსი დიდ სივრცესა და პირობებს არ მოითხოვს.



- რა ხდება თქვენს ცხოვრებაში აკრობატიკის მიღმა?

- პროფესიით სანტექნიკი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით სტაბილურად არ ვარ დაკავებული. მშენებლობაზეც მიმუშავია, შეშის დატვირთვაზეც, ხილის კრეფაზეც და ერთი პერიოდი ელიავას ბაზარზე, არმატურის განყოფილებაშიც ვმუშაობდი.


- ოჯახში ვისთან ერთად ცხოვრობთ?
- სოფელ ხიდისთავში დიდი ოჯახი მაქვს - დედა, სამი ძმა და ერთი და მყავს. მე ნაბოლარა ვარ. დედას 44 წლის ასაკში შევეძინე. ოჯახს მაქსიმალურად გვერდით ვუდგავარ. სარეცხსაც ვრეცხავ, საჭმელსაც ვაკეთებ და სახლსაც ვალაგებ. პატარა ბაღიც მაქვს, რომელსაც ვამუშავებ და ხილიც მომყავს. რაც შეეხება პირადს, შეყვარებული არ მყავს და სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია, ურთიერთობა არ მქონია. გოგო რომ მომეწონოს, მას ერთი ნიჭი აუცილებლად უნდა ჰქონდეს - გულწრფელი იყოს!

ასევე, წაიკითხეთ: რა უთხრა პირველმა ლედიმ „ნიჭიერის“ კულისებში ნინი გვაზავას?


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?