ნაძვის ხის მორთვის მოდის ტენდენციები 2016 წლისთვის

რჩევები დიასახლისებს

23 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. გაათავისუფლეთ ადგილი. შარშანდელი სათამაშოების რევიზია ჩაატარეთ, რაც საჭიროა, დაამატეთ და მთავარი საახალწლო ატრიბუტის აწყობას შეუდექით.


მაიმუნის წლის შესახვედრად საახალწლო დეკორში რეკომენდებულია შემდეგი შეხამებები: ცეცხლისფერი წითელი და ოქროსფერი, ტროპიკული ყვავილებისა და ხილის მკვეთრი და ჭრელი ფერები, წითელი და თეთრი, ოქროსფერი და ყავისფერი. გაითვალისწინეთ, რომ მაიმუნს მკვეთრი ფერები იზიდავს.



„ქანთრის სტილში“
მორთული ნაძვის ხისთვის უმეტესად ხელნაკეთ სათამაშოებს იყენებენ.
ნებისმიერი ნაქსოვი გამოგადგებათ (წინდები, ხელთათმანები, ქუდები, ჩანთები და ა.შ), მაგრამ თუ არ გინდათ, რომ თქვენი საახალწლო ნაძვის ხე იდეების ნაგავსაყრელს დაემსგავსოს, რაიმე ერთ სამკაულზე შეჩერდით. მაგალითად, ნაძვის ხეს ძალიან მოუხდება სანტას მინიატურული წითელი ჩექმები და ფაფუკი ფიფქები. ამ სტილში არავითარი შეზღუდვა არ არსებობს თემის გარდა და კარგია იმით, რომ ყველა მოსართავს საკუთარი ხელით ქმნით. ქსოვის მოყვარულები სიამოვნებით ქსოვენ ფიფქებსა და ბურთებს. კერვის მოყვარულები კი პაწაწინა ჩანთებს, ჟილეტებს ან ქვედაბოლოებს. პაწაწინა ჩანთებში შეიძლება ჩააწყოთ სურვილები სანტასთვის და ზეიმის თითოეული მონაწილისთვის. მოკლედ, ამ სტილში ფანტაზია და შესაძლებლობები ამოუწურავია.






„ეკო სტილში“
ნაძვის ხის მორთვა გულისხმობს დეკორის ელემენტების შექმნას ნატურალური მასალისგან. ამაში შედის გამხმარი ხილი, ხის დეტალები, გირჩები და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებამდე ხილი სპეციალურად უნდა მოამზადოთ - წაუსვით ბრჭყვიალა ან სადა ლაქი და საღებავები და მიაკარით ფიჭვის წიწვები.

ეკო და ქანთრის სტილი განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა სახლში ბავშვები არიან.
ამ შემთხვევაში ახალი წლისთვის მზადება შეგიძლიათ, ზაფხულიდანვე დაიწყოთ: ზღვაზე შეაგროვოთ ქვები და ნიჟარები, ტყეში გირჩები და ლამაზი მცენარეები. სამუშაო მთელი წლის მანძილზე არ გამოგელევათ.







ნაძვის ხის მორთვა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება
- მსხვილი კომპანიების ოფისებში მიღებულია საახალწლო ნაძვის ხის გაფორმება ამ კომპანიის პროდუქციით. ბუნებრივია, ნაძვის ხეზე ნავთის ჭაბურღილს ვერ დაამაგრებთ, თუმცა შესაბამისი სათამაშოს შერჩევა სრულიად შესაძლებელია. ბიბლიოთეკაში ან რედაქციებში ნაძვის ხეს პაწაწინა წიგნებით აფორმებენ, საკონდიტროში - ნამცხვრებით.
იგივე შეიძლება, სახლშიც გააკეთოთ. მაგალითად, თქვენ უკვე შეადგინეთ ახალი წლის სამოქმედო გეგმა და იცით, რას ელით უახლოეს ხანებში? მაშინ რატომ არ უნდა ასახოთ საკუთარი მიზნები და გეგმები საახალწლო ნაძვის ხეზე? თუ სამხრეთის ზღვაზე გამგზავრებას აპირებთ, შეარჩიეთ შესაბამისი, თემატური სათამაშოები. მაგალითად, პაწაწუნა გასაბერი რგოლები, ეგზოტიკური ხილი და ა.შ. ახალი ბინის შეძენას აპირებთ? აქაც შეიძლება წაიფანტაზიოროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი ნაძვის ხე იქნება ყველასგან გამორჩეული და ღრმააზროვანი.






საახალწლო დეკორით ოთახის გალამაზება
- შეგიძლიათ, მთელი საახალწლო დეკორი ერთ ფერში გადაწყვიტოთ - ეს ძალიან ეფექტური და მოდური ვარიანტია, ოღონდ გახსოვდეთ ფერთა შეხამების შესახებ: თუ ოთახის ინტერიერი „ცივ“ ტონალობაშია, შეარჩიეთ შესაბამის ფერთან დამატებული ვერცხლისფერი გამა. „თბილ“ ფერებს კი ძალიან უხდება საახალწლო წითელისა და ოქროსფერის შეხამება. ფანჯრები სახლის თვალებია, კარი კი - სახე. ამიტომ, შეეცადეთ, რომ თქვენი ბინა გარე სამყაროსა და სტუმრებს სიხარულით შეჰყურებდეს. დაალაგეთ ფანჯრის რაფებზე ნაძვის ტოტებისგან, გირჩებისგან და სანთლებისგან შექმნილი კომპოზიცია. ჩამოკიდეთ ფერადი ბუშტები და პლასტიკატის ბოთლისგან ან თეთრი ფერის ქაღალდისგან გამოჭრილი ფიფქები.
კარზე დაკიდეთ დეკორატიული გვირგვინი. გვირგვინებისთვის ყველაფერი გამოგადგებათ: გამხმარი ციტრუსები, ზამთრის კენკრა, ყვავილები, მძივები, გირჩები, ფიჭვის ტოტები, ლენტები, ბაფთები. საახალწლო გვირგვინით შეგიძლიათ, კარის გარდა, კედლები, ფანჯრები, ავეჯი ან ჭაღიც მორთოთ.





ახალი წელი წარმოუდგენელია სანთლების გარეშე. თქვენი საახალწლო განწყობა რომ უფრო კაშკაშა და ნათელი იყოს, რაც შეიძლება მეტი სანთელი აანთეთ. თეთრი და ფერადი სანთლები ჩააწყვეთ მინის ლარნაკებში, ლამაზ ჭიქებში და სანახევროდ ზღვის მარილით ან წითელი კენკრით გავსებულ მინის ქილებში. შემოახვიეთ დარიჩინის ჩხირები და გააფორმეთ წიწვებით.


ბედნიერ და მხიარულ ახალ წელს გისურვებთ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?