ბანგკოკელი მხატვარი ფსევდონიმით - m e r r y m e მინანქრით უჩვეულო დიზაინის ბეჭდებს ამზადებს. თითოეული ბეჭედი სამი განცალკევებული ნაწილისგან შედგება და მათი შერწყმის შემთხვევაში თქვენს ხელზე პატარა სცენა ცოცხლდება: თქვენი თვალით ნახავთ, როგორ ღრღნის ფუმფულაკუდიანი ციყვი კაკალს ან როგორ მჭიდროდ გეჭიდებათ ხელის თითზე ენოტი. ნახეთ, რა საინტერესოა!