იმის მიუხედავად, რომ არ ვიცით, წელს ვისეირნებთ თუ არა პარკებსა და სანაპიროებზე, ან გავატარებთ თუ არა მხიარულად ხალხმრავალ ბარებსა და კლუბებში შაბათ-კვირებს, შეუძლებელია ზაფხულის მცხუნვარე მზესა და თბილ ამინდში თავი ცუდად იგრძნო და ახალი ლამაზი კაბების მორგების სურვილი არ გაგიჩნდეს.
მაშ ასე, 2020 ზაფხულის მოდური კაბების სია ასე გამოიყურება:
ქათქათა თეთრი
მარტივი, უბრალო თეთრი კაბა შეიძლება მდიდრულად არ გამოიყურება, მაგრამ ზაფხულის მზეს ძალიან უხდება. თეთრ კაბას დაუსრულებლად შეგიძლია სხვადასხვა აქსესუარები შეუხამო - სანდლები იქნება ეს თუ ბათინკები, დიდი საზაფხულო ფერადი ჩანთა და ფერად-ფერადი მძივები ან მასიური საყურე.
სახლის კაბა
ამ ზაფხულს, ე.წ. სახლის კაბაც მოდურია, რომელიც თავისი ფორმით გრძელ საღამურს მოგვაგონებს. კომფორტული, საყვარელი, ყვავილების პრინტიანი გრძელი ფრიალა სარაფანი მაღალ და დაბალ გოგოებს თანაბრად მოუხდება.
კაბა ხალათი ქამრით
ქამრიანი კაბა-ხალათით კემბრიჯის ჰერცოგინია, კეიტ მიდლტონიც გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ამ კაბის მომხიბვლელობის საიდუმლო მის ქალურ სილუეტშია. 2020-ში თამამად შეგიძლია, მოირგო შენთვის სასურველპრინტიანი და სიგრძის კაბა ხალათი.
წინ, გრძელი კაბებისკენ
საშუალო სიგრძის კაბების ტრენდულობის შემდეგ 2020-ის ზაფხულში გრძელი კაბების ჯერი დადგა. ყვავილოვანი პრინტი აქაც წამყვან როლს ასრულებს. ფრიალა გრძელი კაბა ზაფხულის მთავარი შტრიხია. იმედია, მისით ტკბობა მხოლოდ ონლაინ არ მოგვიწევს.
მუშაობა სახლიდან
როგორ გამოვიყურებოდეთ ზუმის შეხვედრებზე მოდურად და ამავე დროს, ვიყოთ კომფორტულად? გრძელი, მაისურის ტიპის კაბები აუცილებლად შეასრულებს თავის საქმეს. ეს არაოფიციალური სტილი როგორც სამუშაოს დროს, ასევე - დასვენების დღეებშიც გამოგადგება.