თევზები
თევზები საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ. სხვისი პრობლემები მათ არ აწუხებთ, თუ, რა თქმა უნდა, მათ არ ეხება. ზოგჯერ თევზები დახმარების ხელს გამოგიწვდიან და საოცრად მზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილებასაც მოახდენენ, თუმცა დასახმარებლად ის იმიტომ მოდის, რომ თქვენი პრობლემა შეიძლება, ბოლობოლო მასაც შეეხოს.
თევზებს, უბრალოდ, არ სურთ დანაპირების შესრულება. თუ მათ მკაცრად მოსთხოვთ, მოცემულ სიტყვას შეგისრულებთ, მაგრამ თქვენ მომართ დამოკიდებულებას შეიცვლის.
ასე რომ, თუ არ გსურთ თევზებთან ურთიერთობა გაგიფუჭდეთ, ნუ აიძულებთ მათ, სიტყვა მოგცეთ და თქვენ მიმართ რაღაც ვალდებულება ჰქონდეს. ჯობია, მსუბუქი მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბს, უბრალოდ, ავიწყდება თავისი დანაპირები. მას შეიძლება სურს კიდეც მოცემული სიტყვის შესრულება, მაგრამ იმდენი საქმე აქვს, რომ არასდროს სცალია მეორეხარისხოვანზე ფიქრისთვის. გამოდის, რომ თუკი თქვენ დაავიწყდით, ესე იგი, არ ხართ მისთვის პრიორიტეტული. ამან შეიძლება გაგანაწყენოთ, მაგრამ ისოდეთ, რომ კირჩხიბი ამას განგებ არ აკეთებს, უნებლიეთ მოსდის. ამიტომ ხშირად შეახსენეთ თქვენთვის მოცემული სიტყვა. თუკი ერთხელ მაინც აპატიებთ თქვენ მიმართ გამოჩენილ გულგრილობას, ის ჩათვლის, რომ არასერიოზული ადამიანი ხართ. მაგრამ როცა დაანახებთ, რომ თქვენ გახსოვთ და ელოდებით მისგან აღებული სიტყვის შესრულებას, ამით მის პატივისცემასაც მოიპოვებთ და პირობეასც შეგისრულებთ.
სასწორი
სასწორებმა ბევრი დაპირების მოცემა იციან, მაგრამ არაფერს შეგისრულებენ, რადგან ასე უფრო მარტივია მათთვის ცხოვრება. რაც მთავარია, მათ ყოველთვის პატიობენ სიტყვის შეუსრულებლობას, ამას კი თავისი კეთილშობილებით და „საყვარელი“ ქცევებით აღწევენ. ამ კეთილშობილების უკან სერიოზული მანიპულატორი იმალება, რომელსაც არ უნდა ენდოთ. თკი მასთან საქმეს დაიჭერთ, გირჩევთ ხელწერილი ჩამოართვათ ან რამე სხვა ფორმით დააფიქსირებინოტ აღებული ვალდებულება. შეიძლება გაგინაწყენდეთ, მაგრამ ეცოდინება, რომ ტქვენტან თვალთმაქცობა არ გაუვა.
სასწორი პათოლოგიური მატყუარა არ არის, უბრალოდ ყოველთვის მარტივ გზას ეძებს ცხოვრებაში. მზად იყავით იმისთთვის, რომ თუ მათ შეიყვარებთ ან საქმიან ურთიერთობაში შეხვალთ, წინ გამძლეობისა და ამტანობის სერიოზული გამოცდა გელით.