30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 მაისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: დილიდან, შესაძლოა, სახეზე შეშუპება და დაღლილობის ნაკვალევი შენიშნოთ. იმისთვის, რომ მალევე ჩადგეთ ნორმალურ ფორმაში, სცადეთ სახის კონტრასტული აბაზანები ან სხვადასხვა ბალახებზე მომზადებული ყინულის კუბები წაისვით სახეზე და... თქვენ იდეალურად გამოიყურებით!
კარიერა: ექსპერიმენტები სხვა დროისთვის გადადეთ, იმოქმედეთ გამოცდილი მეთოდებით. ახლა, ნამდვილად არ გეყოფათ ძალები იმისთვის, რომ თქვენი კონკურენტების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება და კომბინაცია გათვალოთ.
სიყვარული:
მართალია, თქვენ ფიქრობთ, რომ, რასაც საყვარელ ადამიანს უხსნით, უბრალოდ, ელემენტარულია, მაგრამ მას მაინც გაუჭირდება თქვენი გაგება. ნუ გაბრაზდებით და შეეცადეთ, კიდევ ერთხელ აუხსნათ მას ვითარება. შესაძლოა, ასჯერ ახსნის შემდეგ, შედეგი დადებითი იყოს. მაგრამ იმასაც ნუ გამორიცხავთ, რომ ასჯერ ახსნა საკმარისი არ იყოს.


 


კურო
ჯანმრთელობა: თავის ტკივილის მოსახსნელად ნუ მიმართავთ გამაყუჩებელ აბებს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. შესაძლოა, ძალიან დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის მონიტორთან, შედეგად კი - მალე იღლებით.
კარიერა:
თქვენთვის გაუგებარია, რატომ გთხოვენ ამა თუ იმ სამუშაო ვალდებულებების შესრულებას, თუმცა მათი შესრულება მაინც მოგიწევთ, რადგან ხელმძღვანელის ბრძანებები, როგორც წესი, არ განიხილება. ხოლო, თუკი განხილვას გადაწყვეტთ, შედეგი შესაძლოა, ყველაზე უსიამოვნო და არასასურველი აღმოჩნდეს.
სიყვარული: ნურავის დაუგდებთ ყურს, მოიქეცით ისე, როგორც საჭიროდ თვლით. პრინციპში, მოსმენა მაინც ღირს, განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რჩეული შესაძლოა, გაგინაწყენდეთ. მაგრამ რაც არ უნდა სასარგებლო რჩევა მოგცენ, გადაწყვეტილება მაინც დამოუკიდებლად მიიღეთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუკი ვერაფრით ახერხებთ, გაერკვეთ, კონკრეტულად რა გიშლით ხელს, იმისთვის რომ თავი ჯანმრთელად და ძლიერად იგრძნოთ, ჩაიტარეთ დიაგნოსტიკური კვლევები. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ მიზეზის პოვნაში.
კარიერა:
ხვალ თქვენი პრობლემების მიზეზებს ადვილად იპოვით. დაგრჩებათ მხოლოდ მცირედი ნიუანსები, რომელთანაც გამკლავებას მარტივად შეძლებთ. ეს მცირე პრობლემა თამამად შეგიძლიათ სხვა დღისთვის გადადოთ - ერთი დღისთვის სრულიად საკმარისია ერთი მიღწევა.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანის გაბრაზება არ ღირს, არც მისი მეგობრების. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს წინააღმდეგ უამრავი ადამიანი განეწყობა. ამ ფაქტმა, შესაძლოა, ოდნავ შეგაშინოთ, რადგან მათთან ბრძოლის უნარი ნამდვილად არ შეგწევთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
აუცილებლად გააკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თქვენს რაციონს - ცხიმიანი კერძებისა და ტკბილეულის მიღება გადაჭარბებული დოზით საშიშია.
კარიერა:
ხვალ თავგადასავლების ძიებაში იქნებით, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ. ადამიანიურობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მკვეთრი შეგრძნებების სიმცირის გამო, შესაძლოა, დაიბნეთ,  ზღვარს გადასცდეთ და უსიამოვნო ავანტიურაში გაებათ.
სიყვარული:
არსებობს პატარა მიზეზი, რის გამოც თქვენი მეორე ნახევრის ძალიან გრცხვენიათ. თუმცა ეს მიზეზი თავადაც არ იცით. დღის მანძილზე, მისთვის პატიების თხოვნის სურვილი მოსვენებას არ მოგცემთ და რადგან ასეა, აუცილებლად სთხოვეთ პატიება. შესაძლოა, მას ნამდვილად აქვს რაიმე საპატიებელი? ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენს რჩეულს ესიამოვნება იმის გაგება, რომ ის თქვენთვის ძვირფასია.


 


ლომი
ჯანმრთელობა:
ხვალ ძველი პრობლემები  კვლავ შეგახსენებთ თავს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ იმუნიტეტის გაძლიერება და C ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება.
კარიერა:
ხვალ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. დახმარება ვერც ხვალ და ვერც რამდენიმე დღის შემდეგ  სასიკეთოს ვერაფერს მოგიტანთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რჩევებს გაძლევენ, მოუსმინეთ მათ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენთვის დაიტოვეთ.
სიყვარული:
ხვალ, სიმღერის განწყობაზე იქნებით. მთელი დღის მანძილზე საყვარელ სიმღერებს იღიღინებთ. კარგია, თუკი სმენა გაქვთ. თუკი არ გაქვთ - მაშინ თანავუგრძნობთ თქვენს ნათესავებსა და ახლობლებს. ამ შემთხვევაში, შეეცადეთ, გულში იმღეროთ. სხვათა შორის, საყვარელ ადამიანთან ერთობლივი სიმღერა თქვენს კავშირს კიდევ უფრო გააძლიერებს.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, დაიცვათ თქვენი ორგანიზმი გარემოს  მავნე ფაქტორებისგან, რადგან ძლიერმა ემოციურმა სტრესმა, შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი მნიშვნელოვნად დაასუსტოს.
კარიერა:
ვარსკვლავები გირჩევენ, შეიმუშაოთ უახლოესი სამუშაო კვირის სამოქმედო გეგმა. ზეგ და მით უმეტეს მომდევნო დღეებში, ამისთვის დრო არ დაგრჩებათ, ხოლო ზუსტი სამოქმედო გეგმის გარეშე თქვენს სამუშაო მოვალეობებს, სავარაუდოდ, ვერ გაუმკლავდებით. დაუთმეთ ნახევარი საათი სტრუქტურირებას.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, მიიღოს თქვენი პირობები და გააკეთოს ის, რასაც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ. ამიტომ, მოგიწევთ მისი დარწმუნება, რომ იდეა მხოლოდ მას ეკუთვნის. არ გეგონოთ, რომ ეს ადვილი დავალებაა, თუმცა მასთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
თუკი ხვალ მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებები არ გელოდებათ, კარგი იქნება, თუკი განტვირთვის დღეს მოიწყობთ, თუნდაც მხოლოდ წყალზე. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას: თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, შეწყვიტეთ საკუთარი თავის წამება.
კარიერა:
სამუშაოს შესრულებაში ის ცოდნა წაგადგებათ, რომელიც სასწავლებელში, ინსტიტუტში თუ უნივერსიტეტში მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი მაშინ გეჩვენებოდათ, რომ ეს ცოდნა აბსოლუტურად უსარგებლოა და რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოიყენებთ. რა გაეწყობა, მხოლოდ საკუთარი მეხსიერების იმედად უნდა იყოთ.
სიყვარული:
გამოიჩინეთ განსაკუთრებული თავაზიანობა თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. გაუგებარი მიზეზებით, ის ხვალ ზედმეტად მკაცრად დააკვირდება ეტიკეტის დაცვის წესებს და თუკი მას არ მიესალმებით ან არ დაემშვიდობებით, აუცილებლად გაგინაწყენდებათ, თანაც საკმაოდ სერიოზულად.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მკაცრი დიეტის დასაწყებად ხვალინდელი დღე, აბსოლუტურად შეუფერებელია. თუკი ძალიან გსურთ, შეცვალოთ კვების სქემა, დაიწყეთ მცირედით, მსუბუქად გაამარტივეთ რაციონი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ სრულად.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი რამეში. მცირედი მერყეობა გაიძულებთ, განუწყვეტლივ ინერვიულოთ თქვენი არჩევანის სისწორეზე. შედეგად კი, ფაქტობრივად, ქმედუუნარო გახდებით.
სიყვარული:
დიახ, თქვენ გაცილებით მეტ თანხას ხარჯავთ, ვიდრე ჩვეულებრივ, თანაც სრულიად უსარგებლო ნივთებზე, მაგრამ ნამდვილად გაქვთ საკუთარი თავის გათამამების უფლება. უმჯობესია, თქვენმა მეორე ნახევარმა ვერ გაიგოს, რაში დაიხარჯა სოლიდური თანხები, რადგან სკანდალი არ აგცდებათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
თქვენთვის მკაცრად რეკომენდებულია, ყურადღება მიაქციოთ სახსრების მდგომარეობას. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სახსრები ზედმეტად არ დატვირთოთ. სიმტკიცე და სიჯიუტე უკან მოიტოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსიამოვნო პრობლემები არ აგცდებათ.
კარიერა:
მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ხვალინდელი დღე არ გამოგადგებათ. უმჯობესია, გადადოთ მოლაპარაკებები, კონტრაქტები და მნიშვნელოვანი პროექტები. ფინანსური საქმეების გარკვევამ, შესაძლოა, დამატებითი სირთულეები მოგიტანოთ. ამიტომ, დაკავდით უმნიშვნელო წვრილმანებით და საქმეების ზოგადი მდგომარეობის შემოწმებით.
სიყვარული:
ხვალისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ვარსკვლავებს არ შეუნიშნავთ - არაფერზე ინერვიულოთ და არაფერი აკეთოთ. კარგი მომენტია იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოიძინოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს თქვენთვის ძალიან რთული დავალება აღმოჩნდება. შეეცადეთ, გაიღიმოთ და ხშირად გაიცინოთ - მიზეზი თავისთავად გაჩნდება.
კარიერა:
მაშინაც კი, თუკი პრობლემები თავზე გაყრიათ, ნუ იდარდებთ. მალე ყველაფერი მოგვარდება. ნუ იფიქრებთ მათზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, სამუშაო რიტმი დაკარგოთ. ბევრი მათგანი თავისთავად მოგვარდება, თუკი ხშირად იქნებით ადამიანების გვერდით და ყველაფერს იუმორით მიუდგებით.
სიყვარული: ბედნიერებისთვის ხანდახან ბრძოლაა საჭირო. ხვალ, საკუთარ თავზე გამოცდით ამ ბრძოლის ყველა ხიბლსა და ტკივილს. საბოლოოდ, გაიმარჯვებთ, თუმცა ამ გამარჯვებას იოლი გზით ვერ მიაღწევთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ხვალ მერწყულებს ბევრი ენერგია დასჭირდებათ იმისთვის, რომ დიდხანს და პროდუქტიულად იმუშაონ, უპირატესობა უნდა მიანიჭონ რთული ნახშირწყლების მიღებას, მაგალითად, ხორბლის პურს ან ბრინჯს.
კარიერა: ნუ იჩქარებთ ხვალ გადაწყვეტილების მიღებას: ის ნაჩქარევი და არასაკმარისად ნაფიქრი აღმოჩნდება. იმუშავეთ ნელა და ზომიერად - მაშინ თქვენი ქმედებები საუკეთესო შედეგს მოიტანს.
სიყვარული: თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, აშკარად, სამკაულებისა და ქალებისთვის საინტერესო ნივთების შეძენის დიდი სურვილი გაუჩნდებათ. ბოლომდე ნუ დაცლით საფულეს - დაუფიქრებლად დახარჯული ფული, უახლოეს მომავალში, გაცილებით საჭირო ნივთების შესაძენად გამოგადგებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: უფრთხილდით შესაძლო დამწვრობას. გამოიჩინეთ სიფხიზლე ისეთ სიტუაციაში, სადაც დამწვრობის მიღების რისკი დიდია. გარდა ამისა, შესაძლოა, ტკივილები იგრძნოთ თავისა და კისრის არეში.
კარიერა: ხვალ მიხვდებით, რომ დროა, გამოემშვიდობოთ ისეთ კომპლექსებს, რომლებიც თქვენს კარიერაში თავდაჯერებულობას უკავშირდება. ჰორიზონტზე პერსპექტივები უკვე შეინიშნება. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. მოაწყვეთ საოჯახო შეკრება, ახლობლების სიახლოვე აუცილებლად უნდა იგრძნოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს არ მოუნდება თქვენს პრობლემებში ჩაღრმავება, რადგან ისინი მას უმნიშვნელოდ მოეჩვენება. შეეცადეთ, დაუმტკიცოთ მას, რომ თქვენი პრობლემები მასაც ეხება, რადგან რეალურად, ეს სიმართლეა!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?