26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ უსარგებლო საუბრებს, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე გამოგიჩნდეთ და მათზე ერთდროულად ზრუნვა მოგიწიოთ.


კურო


თვითდამკვიდრებისა და ენერგიის ახალი წყაროების მოძიების დღეა. პლანეტები გირჩევენ, რომ კაპიტალის დაბანდების სფეროები აქტიურად ეძებოთ და იპოვოთ პარტნიორები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანენ. თავი შეიკავეთ მგზავრობისგან.


ტყუპები


ეცადეთ, საკუთარ თავში მონახოთ ძალა და დროებით საქმეებზე უარი თქვათ. ეს დღე განმარტოებას და სულიერ პრობლემებზე ფიქრს უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ კონტაქტს შეიძლება უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. აჩქარება დაუშვებელია. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.


კირჩხიბი


ეს დღე ოპტიმისტური ფერებით სავსეა, თუმცა თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ, თუ ჩვეული ჩარჩოებიდან გამოხვალთ. ეცადეთ, კომპლიმენტებისგან სიამოვნება მიიღოთ და მათ გულწრფელობაში ეჭვი არ შეიტანოთ. ხელსაყრელია ახალი ნაცნობობა, რომელიც საკუთარი უნარების სრულად გამოვლენის შესაძლებლობას მოგცემთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი კეთილი მიზნები არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ.


ლომი


ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. შესაძლოა, ბევრი სასწრაფო საქმე გამოგიჩნდეთ და მათი ერთდროულად კეთება მოგიხდეთ. მოსალოდნელი კონფლიქტი მხოლოდ გულახდილი საუბრით გადაიჭრება.


ქალწული


სულიერი სიმწიფისა და ეჭვების დაძლევის დღეა. ძნელია, რომ საკუთარ თავს დაშვებულ შეცდომებში გამოუტყდე, მაგრამ აუცილებელია. სწორედ აქედან იწყება სულიერი ზრდა და არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევა. ამ დღეს სიმშვიდეს ბავშვებთან ურთიერთობაში იპოვით.


სასწორი


ცდუნებების დაძლევის დღეა. გაითვალისწინეთ, რომ ერთი შეხედვით მაცდური და ხელსაყრელი წინადადება მოგებას არ მოგიტანთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია გარე სამყაროსთან შეჯახება. ამ დღეს, როგორც არასდროს, მოთმინება და სიმტკიცე გჭირდებათ. გარიგების დადების ან ნივთის შეძენის წინ ეცადეთ, ყველანაირი რისკი გამორიცხოთ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება ბავშვებზე გადაიტანეთ - ამჟამად მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.


მორიელი


ამ დღეს მატერიალური თვალსაზრისით დროებითი სირთულეებია მოსალოდნელი. ნუ უსმენთ სხვების რჩევებს - მათ შეიძლება დაგაზარალონ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და გამჭრიახობას  და ნეგატიური პროცესების შეჩერებას შეძლებთ. გირჩევთ, სიამაყე დაიცხროთ და საყვარელ ადამიანს დაუთმოთ.


მშვილდოსანი


ეს დღე მარტოობისა და სულიერ პრობლემებზე ფიქრისთვის განგაწყობთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერმა კონტაქტმა შეიძლება ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ, რათა თქვენმა შინაგანმა ენერგიამ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში ყველაფერი პოზიტიური არ დაანგრიოს.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა ეჭვების დაძლევისა და სულიერი განწმენდისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა სიცივემ და თავშეკავებულობამ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უფსკრული გააჩინოს. ბავშვებთან და უახლოეს ნათესავებთან ურთიერთობა სიმშვიდეს და სიხარულს მოგანიჭებთ.


მერწყული


გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან და გადახედეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას. ეცადეთ, საკუთარ თავთან მართალი იყოთ. ერიდეთ დაპირებების მიცემას, დაფიცებას და უსარგებლო საუბრებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრინციპულობა გამოიჩინოთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ.


თევზები


სიახლეების დღეა, რომელიც ხელსაყრელია ახალი საქმის ათვისებისთვის, ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი ნივთების შეძენისთვის. ახლადგაცნობილი ადამიანები ახალ შესაძლებლობებზე აგიხელენ თვალს. აკონტროლეთ საკუთარი ქცევები და ემოციები. ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს და ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.

დღის ჰოროსკოპი

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ჯიპიაი ჰოლდინგმა 2019 წლის მმართველობითი ანგარიშგება გამოაქვეყნა

• 2019 წელს კომპანიამ 10-მდე მსხვილი სოციალური პროექტი განახორციელა. • განხორციელებული პროექტებისთვის ჯიპიაიმ 5 ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
დღის ჰოროსკოპი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი  კომპანია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც , 25 ნოემბერს დაიწყო და ამ  პრინციპებზე ხელმომწერ სხვა კერძო კომპანიებთან ერთად განცხადებას ავრცელებს:  
დღის ჰოროსკოპი

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„საქართველოს და დებატების ინსტიტუტი“ სკოლის მოსწავლეებსა, პედაგოგებსა და სტუდენტებში მასშტაბურ კვლევას იწყებს

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი”, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ატარებს გრძელვადიან საგანმანათლებლო კვლევას დებატების ტექნიკის სწავლების გავლენის შესახებ დებატების კლუბის მონაწილეებსა და დებატების კლუბის ხელმძღვანელებზე.